კოხტა ყარალაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
იგი ისევე ანაზდეულად გამოჩნდა ქართულ კინოხელოვნებაში, როგორც მისი თაობის მრავალი მსახიობი. ...რეჟისორი ა.[[ალექსანდრე წუწუნავა]] ეძებდა ერთ-ერთი ეპიზოდური როლის შემსრულებელს კინოფილმ ხანუმასათვის„ხანუმასათვის“. არჩევანი შეაჩერა შესანიშნავი გარეგნობის ახალგაზრდაზე. ეს იყო კოხტა ყარალაშვილი, რომელიც, როგორც გამოირკვა შორს იყო ხელოვნებისგან. მაგრამ გამოცდილ რეჟისორს ალღომ არ უმტყუნა.
 
ასე მოვიდა იგი ქართულ კინოში. მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა და მალე ნ. შენგელიამ ახალბედა მსახიობს შესთავაზა ქერბალაის როლი კინოსურათ გიულიაში„გიულიაში“. მართალია, დამწყებ მსახიობს არ ჰქონდა გავლილი სამსახიობო სკოლა, მაგრამ ბუნებრივი ნიჭის წყალობით დასძლია ესოდენ რთული ამოცანა და მის მიერ შესრულებული როლები გულთბილად მიიღო მაყურებელმა და კრიტიკამ.
 
კოხტა ყარალაშვილმა ჭეშმარიტ შემოქმედებით გამარჯვებას ელისოში„ელისოში“ მიაღწია, სადაც განასახიერა ვაჟიას როლი. აქ უკვე სრულიად გამოვლინდა მსახიობის ინდივიდუალობა., თავისთავადობა, დახვეწილი ოსტატობა და დიდი შემოქმედებითი პოტენციალი. მსახიობის ღირსებას და მის პოპულარობას მოწმობს ის ფაქტი, რომ ცნობილმა სომეხმა რეჟისორმა ა. ბეკ-ნაზაროვმა ერევანში მიიწვია, რათა შეესრულებინა ერთ-ერთი წამყვანი როლი კინოფილმში ზამალუ„ზამალუ“.
 
გამოჩენილმა მსახიობმა მთელი ეპოქა შექმნა ქართულ კინოში. მისმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ყველას დასწყვიტა გული. ვარლამ ჟურულმა მისი მწუხარება გამოხატა შემდეგი სიტყვებით: „დუმის შეუკრავს შენი ბაგენი, და დაგიხუჭავს არწივის თვალი, სიკვდილო კოხტას რად მიაგენი, ნეტავი სადმე შეგშლოდა ხელი“.