საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 118:
რეფერენდუმი საერთო – სახალხო გამოკითხვაა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად. რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგები შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ რეფერენდუმით.
საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობა რეფერენდუმის შედეგებთან მოიყვანოს შესაბამისობაში. რეფერენდუმი ტარდება ფარული კენჭისყრით და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ხმის მიცემის უფლების მქონე ყველა მოქალაქეს. რეფერენდუმში, ისევე როგორც არჩევნებში, ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად.
საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი. რეფერენდუმს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.
 
== პლებისციტი ==