მიკლოშ ჰორტი: განსხვავება გადახედვებს შორის

ჰორტი ოჯახით გადავიდა საცხოვრებლად [[პორტუგალია]]ში, ქალაქ [[ეშტორილი|ეშტორლიში]], სადაც დიდი ხანი ცხოვრობდა. [[ადმირალი]]ს ნეშტი 1993 წლის 4 სექტემბერს გადმოსვენებულ იქნა მის საგვარეულო სასაფლაოზე [[ბუდაპეშტი]]დან აღმოსავლეთით, დაბა [[კენდერეში|კენდერეშში]]. გარდაცვლილის უკანასკნელი ნების თანახმად, ცერემონია ჩატარდა ვიწრო წრეში და იყო მთლიანად ოჯახური.
 
გადმოსვენების ცერემონიამ უნგრეთში გამოიწვია მძაფრი დებატები - უწოდებდნენ რა მას, როგორც ”ბრძენ სახელმწიფო მოღვაწეს”, რომელმაც [[ვერსალი]]ს სირცხვილის შემდეგ აღადგინა ერის დიდება, ასევე, დამნაშავეს, რომლის სახელზეა ”ურიცხვი მსხვერპლი” და საბჭოთა არმიის მიერ [[უნგრეთი]]ს [[ოკუპაცია]]. პრემიერ-მინისტრმა იოჟეფ ანატოლმა ტელევიზიაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ჰორტი იყო ”გარემოებათა ტყვე”, ”პატრიოტის მოვალეობის ერთგული, რომელიც თავს არ ახვევდა ხელისუფლებას თავის ნებას და არ მიმართავდა დიქტატორულ მეთოდებს, რაც მას განასხვავებს [[ფრანკო]]სა და [[იონ ანტონესკუ|ანტონესკუ]]საგან.
 
== ლიტერატურა ==