მიკლოშ ჰორტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
ჩამომავლობით მიეკუთვნება [[კალვინიზმი]]ს მიმდევარ უძველეს არისტოკრატიულ გვარს. ახალგაზრდობაში ბევრს მოგზაურობდა, რადგან დაკავებული იყო დიპლომატიური სამსახურით. ის იმყოფებოდა [[ავსტრია-უნგრეთი]]ს დიპლომატიურ სამსახურში თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. 1908 - 1914 წ.წ. ის გახლდათ იმპერატორ [[ფრანც იოზეფ I]]-ის [[ადიუტანტი]], [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს - [[კაპიტანი]], შემდეგ [[ავსტრია-უნგრეთის სამხედრო საზღვაო ფლოტი]]ს [[ადმირალი]]. მან მოიგო რიგი ბრძოლებისა, რის გამოც 1918 წელს დანიშნულ იქნა ფლოტის მთავრსარდლად. ის ამ თანამდებობას იკავებდა იმპერატორ [[კარლ I (ავსტრია)|კარლ I]]-ის 1918 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებამდე ახალი ფლოტის შექმნის შესახებ.
 
ხელმძღვანელობდა 1919 წლის რევოლუციის წინააღმდეგობას ([[უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკა]]) ქვეყნის სამხრეთში. [[ბუდაპეშტი]]დან [[რუმინეთი|რუმინული]] ჯარების [[ევაკუაცია|ევაკუაციის]] შემდეგ, ჰორტი თეთრ ცხენზე ამხედრებული შევიდა ქალაქში და განაცხადა, რომ პატიობს ცოდვილ დედაქალაქს, შეგინებულ სამშობლოს. ეროვნული არმია ჰორტის ხელმძღვანელობით, რომელიც წარმოადგენდა მთელ რიგ ნახევრად დამოუკიდებელ შეიარაღებულ ფორმირებებს პასუხისმგებლობა დააკისრეს [[კომუნისტები]]ს, სხვა [[მემარცხენეები]]სა და [[ებრაელები]]ს წინააღმდეგ განხორციელებული ე.წ. „თეთრი ტერორის“ გამო. [[1920]] წელს [[ანტანტა]]მ გამოიყვანა ჯარები [[უნგრეთი]]დან თუმცა იმავე წელს [[ტრიანონის საზავო ხელშეკრულება|ტრიანონის საზავო ხელშეკრულებით]] ჩამოაჭრა ტერიტორიების 2/3 (რომელზეც [[სლოვაკები|სლოვაკებთან]] და [[რუმინელები|რუმინელებთან]] ერთად 3 მლნ. ეთნიკური [[უნგრელები|უნგრელი]] ცხოვრობდა) და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი.
 
ჰორტის ხელში უნგრეთი რჩებოდა სამეფოდ, მაგრამ ტახტი ვაკანტური იყო, რადგან იმპერატორი [[კარლ I (ავსტრია)|კარლ I]] დროებით ჩამოშორდა ქვეყნის მართვას. იმპერიის დაშლის შედეგად უნგრეთმა დაკარგა ზღვაზე გასასვლელი. ამ სახით ჰორტი გახდა [[ადმირალი]] ფლოტის გარეშე და [[სამეფო]]ს [[რეგენტი]] მეფის გარეშე. მიუხედავად ამისა, ის ოფიციალურად იწოდებოდა [[ტიტული]]თ „მისი უგანათლებულესობა უნგრეთის სამეფოს რეგენტი“.
 
მან დაამყარა კონსერვატიული ტრადიციების გაგრძელებით [[ავტორიტარული რეჟიმი]] (მისი მმართველობის პერიოდში შეზღუდული იყო არა მხოლოდ [[კომუნისტური პარტია]], არამედ [[ფაშისტური პარტია]]ც). ის იყო [[უნგრეთი]]ს [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომში]] მონაწილეობის ინიციატორი. ის იყო [[ჰიტლერი]]ს მომავალი მოკავშირე ([[ვენის არბიტრაჟები]]ს დროს [[გერმანია|გერმანიის]] მიერ დაკავებული პოზიციის გამო, რის შემდეგადაც უნგრეთმა მიიღო 1938 წელს [[სლოვაკეთი]]ს ნაწილი და უკრაინის [[კარპატები]], ხოლო 1940 წელს რუმინეთისაგან - [[ტრანსილვანია|ტრანსილვანიის]] ნაწილი). ამასტან, ის იყო ებრაელთა [[გენოციდი]]ს და [[უნგრეთი]]ს საშინაო საქმეებში გერმანიის ჩარევის მოწინააღმდეგე.
 
[[1941]] წლის აპრილში უნგრეთის ჯარებმა მონაწილეობა მიიღეს [[იუგოსლავია]]ში შეჭრაში. ამ დღეებში [[ჰიტლერი|ჰიტლერთან შეხვედრის დროს ჰორტი წერდა: ”რატომ უნდა იყვნენ [[მონღოლები]], [[ყირგიზები]], [[ბაშკირები]] და ა.შ. [[რუსები]]? თუკი დღეს არსებულ საბჭოთა რესპუბლიკებს გარდავქმნით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, საკითხი გადაწყვეტილი იქნება. რამდენიმე კვირაში [[გერმანია]] შეძლებდა ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესარულებას კაცობრიობის სასარგებლოდ.” 1941 წლის 26 ივნისს უნგრეთის ქალაქ [[კოშიცე]]ს ტავზე გადაიფრინა რამდენიმე საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავმა, რის გამოც უნგრეთმა ომი გამოუცხადა საბჭოთა კავშირს. ამასთან, ისე სძულდა რევოლუცია და საბჭოეთი, რომ ჰორტი 1941 წელს ჰიტლერთან გაგზავნილ [[ტელეგრამა]]ში აღიარებდა - ”ეს იყო მისთვის უბედნიერესი დღე ცხოვრებაში”.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიკლოშ_ჰორტი“-დან