აბსტრაქცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''აბსტრაქცია''' ([[ლათ.]] abstractio განყენება„განყენება“) – შემეცნებითი [[ოპერაცია]], შემეცნების ფორმა, რომელიც მდგომარეობს საგანთა თვისებების და მიმართების [[აზროვნება|აზროვნებით]] გამოყოფაში, გამოცალკევებაში და შემდეგ განზოგადებაში. აქ იგულისხმება არა თვითონ საგნის ოპერაციები, არამედ აზროვნებითი ოპერაციები.
 
საგნებისა და მოვლენების გარკვეულ თვისებათაგან და ამ საგნებსა და მოვლენებს შორის არსებულ გარკვეულ მიმართებათაგან განყენება, ''აბსტრაპირება'', ხოლო დანარჩენი თვისებებისა და მიმართებების ცალკე გამოყოფა. ამ საგნებისა და მოვლენებისაგან დამოუკიდებელი ობიექტების სახით განხილვა. აბსტრაქციის შედეგია თვისების ან მიმართების გამომხატველი ცნება ან აბსტრაქტული, იდეალური [[ობიექტი]], რომელიც თავდაპირველი საგნებისა და მოვლენებისაგან გამოყოფილი თვისებებისა და მიმართებების მქონეა. ტერმინი „აბსტრაქცია“ პირველად გამოიყენა [[ანციუს მანლიუს ტორკვატუს სევერინუს ბოეთიუსი|ბოეთიუსმა]], როგორც [[არისტოტელე]]სეული [[ბერძნული ენა|ბერძნული]] ტერმინის (aphaurein) ლათინური შესატყვისი. აბტრაქცია შემეცნების ერთ-ერთი აუცილებელი მომენტია. იგი საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ სინამდვილის თავისებურებანი „წმინდა სახით“. მეცნიერების ყველა ცნება (ღირებულება, სიკეთე, რიცხვი, მატერია, მასა, ატომი და ა.შ.) სწორედ აბსტრაქციის გზით არის მიღებული. აბსტრაქცია, როგორც ფსიქოლოგიური აქტი, [[ადამიანი]]ს [[აზროვნება|აზროვნების]] ოპერაციაა, რაც კონკრეტული საგნებიდან ცნებებზე გადასვლაში მდგომარეობს. მეორე მხრით, აბსტრაქცია არის კვლევის პროცესში ახალი ობიექტის შემოტანა, პოსტულირება გარკვეული ლოგიკური პრინციპების მიხედვით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბსტრაქცია“-დან