ალექსი ჯაფარიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ალექსი სიმონის ძე ჯაფარიძე''' (დ. 24 დეკემბერი, 1899 წ (5 იანვარი...
(განსხვავება არ არის)

18:08, 6 მარტი 2015-ის ვერსია

ალექსი სიმონის ძე ჯაფარიძე (დ. 24 დეკემბერი, 1899 წ (5 იანვარი 1900 წ), თბილისი, — გ. 13 მარტი 1978 წ, იქვე) — ქართველი აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1966 წ), პროფესორი (1968 წ), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1976 წ). 1924 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1927—32 წლებში იყო აჯამეთის საცდელი სადურის დირექტორი. 1934—38 წლებში მარცვლეულის კულტურების სახელმწიფო ჯიშთგამოცდის ინსპექციის უფროსი. 1928—39 წლებში საქართველოს მიწსახკომის კვლევითი სექტორის გამგე. 1939 წლიდან სასოფლო—სამეურნეო ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის ასისტენტი,დოცენტი და პროფესორი. მუშაობდა სანაწვერალო კულტურების აგროტექნიკურ საკითხებზე. დაამუშავა სამარცვლე სიმინდის აგროტექნიკა დასავლეთ საქართველოს პირობებისთვის.ავტორია მემცენარეობისა და ტექნიკური კულტურების სახელმძღვანელოებისა, თანაავტორი — მეთამბაქოების სახელმძღვანელოსი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა