კონსტანტინე ყიფიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|ყიფიანი}} '''კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე ყიფიანი''' (დ. 3 მა...
 
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ პეტერბურგისა და მოსკოვის სამხატვრო აკადემიებში, რომელიც დაამთავრა [[1873]] წელს. მას ცხოვრების ფართო ასპარეზი ჰქონდა გადაშლილი, მაგრამ მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის მძიმე ჭაპანი არჩია. სიყმაწვილიდან სცენამ გაიტაცა. თექვსმეტი წლისამ პირველად შეასრულა პაჟის როლი მოკიერის ცოლის შერთვევინებაში. აქედან მოყოლებული, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თეატრის სიყვარული არ განელებია, ბოლომდე დარჩა მისი ერტგული და უანგარო მსახური. იყო სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი და მსახიობი. კონსტანტინე ყიფიანს ეკუთვნის თეორიული ხასიათის ნაშრომეი თეატრსა და მსახიობის ოსტატობაზე. ის ასევე რმოდენიმე მოთხრობისა და ნარკვევის ავტორია. მის კალამს ეკუთვნის პიესები: „ბედი ქართლისა“, „ორი მამა“, „ცოტნე დადიანი“, „ბრძოლა“, „დატრიალდა ჯარა“. წერდა რუსულადაც: „ომი ოჯახში“, „გამარჯვება“, „საიდუმლოება“. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. უპირატესად თარგმნიდა მხატვრულ და პოლიტიკური ხასიათის ლიტერაურას, შეადგინა რუსულ-ქართული ბოტანიკური ლექსიკონი, რაც ჩვენი ეროვნული ლექსიკოგრაფიის ძვირფასი შენაძენია.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].