სონია ჯატიევა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სონია მიხეილის ასული ჯატიევა (ძადთიადი)''' (დ. 12 აგვისტო|12 (24) აგ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''სონია მიხეილის ასული ჯატიევა (ძადთიადიძადთიათი)''' (დ. [[12 აგვისტო|12 (24) აგვისტო]], [[1896]] წ, [[თბილისი]] — [[23 თებერვალი]], [[1980]] წ, [[ცხინვალი]]) — ოსი მსახიობი, [[საქართველოს სახალხო არტისტი]] (1957 წ). ოსური სცენის ვეტერანი. 1910 — 21 წლებში წარმატებით გამოდიოდა თბილისის სახალხო სახლის ოსური დრამატული წრის წარმოდგენებში. 1934 — 57 წლებში იყო [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი|სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის]] ცხინვალის [[კოსტა ხეთაგუროვი|კოსტა ხეთაგუროვის]] [[კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის დრამატული თეატრი|სახელობის დრამატული თეატრის]] მსახიობი. მისი შემოქმედება გამოირჩეოდა მხატრვრული ზომიერების გრძნობით, უშუალობით, სცენური სიმართლით. როლებიდან აღსანიშნავია: ასიათი ([[ელბიზდიკო ბრიტიათი|ე. ბრიტიათის]] „ორი და“), მაშიკო ([[ავქსენტი ცაგარელი|ა. ცაგარელის]] „ციმბირელი“), მაგდანა (დ. თუაევის „ზღაპარი“), ბიკე (გ. მუხთაროვის „ალანის ოჯახი“), ანა ([[მაქსიმ გორკი|მ. გორკის]] „ფსკერზე“) და სხვა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|542|ცუცქირიძე შ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სონია_ჯატიევა“-დან