სონია ჯატიევა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''სონია მიხეილის ასული ჯატიევა (ძადთიადი)''' (დ. 12 აგვისტო|12 (24) აგ...
(განსხვავება არ არის)

08:47, 6 მარტი 2015-ის ვერსია

სონია მიხეილის ასული ჯატიევა (ძადთიადი) (დ. 12 (24) აგვისტო, 1896 წ, თბილისი23 თებერვალი, 1980 წ, ცხინვალი) — ოსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1957 წ). ოსური სცენის ვეტერანი. 1910 — 21 წლებში წარმატებით გამოდიოდა თბილისის სახალხო სახლის ოსური დრამატული წრის წარმოდგენებში. 1934 — 57 წლებში იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. მისი შემოქმედება გამოირჩეოდა მხატრვრული ზომიერების გრძნობით, უშუალობით, სცენური სიმართლით. როლებიდან აღსანიშნავია: ასიათი (ე. ბრიტიათის „ორი და“), მაშიკო (ა. ცაგარელის „ციმბირელი“), მაგდანა (დ. თუაევის „ზღაპარი“), ბიკე (გ. მუხთაროვის „ალანის ოჯახი“), ანა (მ. გორკის „ფსკერზე“) და სხვა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ლიტერატურა