ვასილ ყუშიტაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''ვასილ პავლეს ძე ყუშიტაშვილი''' (დ. 25 აპრილი, 1894, თბილისი — გ....)
 
 
==ბიოგრაფია==
სწავლობდა [[თბილისის პირველ გიმნაზია]]ში, აქვე ეზიარა თეატრს სცენისმოყვარეტა სპექტაკლებში. [[1913]] წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა ვ. კომისარჯევსკაიას სახელობის დრამატულ სტუდიაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ თ. თ. კომისარჟევსკი, ვ.გ. სახნოვსკი, ვ.ო. მასლიტინოვა და სხვა. მოგვიანებით ახალგაზრდა ხელოვანი პეტროგრადში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის თვითმოქმედ თეატრს, დგამდა სპექტაკლებს.
 
[[1918]] წელს ვასილ ყუშიტაშვილი თბილისშია. აქ შედგა მისი დებიუტი ქართულ პროფესიულ სცენაზე. ოპერის თეატრში განხორციელდა [[სოფოკლე]]ს ტრაგედია „ანტიგონე“. [[1919]]-[[1933]] წლებში მოღვაწეობდა [[საფრანგეთი]]სა და [[ამერიკის შეერთებულ შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]]. იყო ანტუანის თეატრის რეჟისორი. [[1921]] წელს შ. დიულენთან ერთად საფუძველი ჩაუყარა სახელგანთქმულ ფრანგულ თეატრს „ატელიეს“. მან დადგა გოლდონის „მარაო“, აშის „შურისძიების ღმერთი“, მოლიერის „ჟორჟ დანდენი“, არისტოფანეს „ფრინველები“ და სხვა.
 
„ატელიეში“ მოღვაწეობასთან ერთად ვასო ყუშიტაშვილი სპექტაკლებს დგამს პარიზის ცნობილ თეატრებში — „ოდეონი“, „პორტ სენ მარტენი“, „ელისეს მინდვრების თეატრი“. ნიუ-იორკში განახორციელა ოფენბახის „დიდი ჰერცოგინია“, ჟან ლარიკის „ქალწული საფრანგეთიდან“, ნიუ-ორლეანში ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“. [[სამშობლოში 1933]] წელს დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც 25 წელი დაჰყო. აქ დიდი წარმატებით დადგა ვ. გაბესკირიას „მათი ამბავი“, გ. შატბერაშილის „ფიქრის გორა“, მ. მრევლიშვილის „ზვავი“, ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი“ და სხვა მრავალი. პარალელურად იგი ხელმძღვანელობდა თეატრებს ზუგდიდში, გორში, ქუთაისში. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].