გიორგი შავგულიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| გამორჩეული როლები =
}}
'''გიორგი ვლადიმერის ძე შავგულიძე''' (დ. [[16 ნოემბერი]], [[1910]], [[ქუთაისი]] გ. [[13 აპრილი]], [[1959]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი, [[საქართველო]]ს სახალხო არტისტი ([[1955]]), [[საბჭოთა კავშირი]]ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ([[1952]]), დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით.
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა [[ქალაქი|ქალაქ]] [[ქუთაისი|ქუთაისში]] [[1910]] წლის [[16 ნოემბერი|16 ნოემბერს]]. საშუალო განათლება [[ქუთაისი|ქუთაისშივე]], ყაუღჩიშვილების სკოლაში მიიღო. [[1928]] წელს, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ [[ქუთაისი|ქუთაის]]-[[ბათუმი]]ს თეატრის დასში მუშაობდა, რომელსაც [[კოტე მარჯანიშვილი]] ხელმძღვანელობდა. ორ წელიწადში თეატრი [[თბილისი|თბილისში]] გადმოვიდა (შემდგომში [[მარჯანიშვილის თეატრი|მარჯანიშვილის სახელობის თეატრი]]). [[1934]] წელს დაქორწინდა მსახიობ [[ლიზიკო ვაჩნაძე]]ზე.
 
გადაღებულია ფილმებში: „დიადი განთიადი“ ([[1938]]), „გიორგი სააკაძე“ ([[1943]]), „დავით გურამიშვილი“ ([[1946]]), „[[ქეთო და კოტე (ფილმი)|ქეთო და კოტე]]“ ([[1948]]), „[[ბედნიერი შეხვედრა]]“ ([[1949]]), „[[ჭრიჭინა (ფილმი)|ჭრიჭინა]]“ ([[1954]]), „[[ცისკარა (ფილმი)|ცისკარა]]“ ([[1955]]) და სხვა.
 
დაიღუპა ტრაგიკულად [[1959]] წლის [[13 აპრილი|13 აპრილს]]. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]<ref>გაზ. „[[კვირის პალიტრა]]“, 7–13 მარტი, 2011, №10 (866), გვ. 15.</ref>.
 
==ლიტერატურა==
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
* გაზ. „[[კვირის პალიტრა]]“, 7–13 მარტი, 2011, №10 (866), გვ. 15.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
{{DEFAULTSORT:შავგულიძე, გიორგი}}
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]