სანდრო შანშიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{მმ*|შანშიაშვილი}} '''სანდრო ილიას ძე შანშიაშვილი''' (დ. 12 ივლისი...)
 
 
==ბიოგრაფია==
[[1908]] წელს დაამთავრა [[თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია]]. შემდეგ გაემგზავრა ევროპაში, სწავლობდა ციურიხში, ბერნში, ბერლინში, ხოლო [[1914]] წელს დაამთავრა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.
 
პირველი ნაბიჯები მწერლობაში ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს გადადგა. გიმნაზიაში გამოსცა და რედაქტორობდა ჟურნალ „ჩანგს“, რის გამოც დააპატიმრეს და სამი თვე [[მეტეხის ციხე]]ში ამყოფეს. პირველი ლექსი გამოქვეყნდა გაზეთ „ისარში“ [[1906]] წელს, ხოლო პირველი პოეტური კრებული „სევდის ბაღი“ [[1909]] წელს. აქედან მოუოლებული აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ საქმიანობაში და სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. [[1914]] წელს გამოსცა გაზეთი „საქართველო“, [[1917]] წელს ჟურნალი „მერანი“.
 
სანდრო შანშიაშვილი ორმოცი წლის მანძილზე მხარში ედგა ქართულ თეატრს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა რუსთაველის თეატრში, რომელთანაც დრამატურგმა ეს კავშირი ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე დაამყარა, როდესაც მის სცენაზე დაიდგა მისი ორი პიესა — „უგვირგვინო მეფენი“ და „ბერდო ზმანია“. სწორედ ამ უკანასკნელი სპექტაკლის დადგმით დაიწყო ტრიუმფალური სვლა [[სანდრო ახმეტელი|სანდრო ახმეტელმა]].
 
სანდრო შანშიაშვილის კალამს ეკუთვნის 30-მდე სხვადასხვა ჟანრის დრამატული ნაწარმოები, მათ შორის: „სპატაკი“, „ჰერეთის გმირები“, „როდამ“, „ანზორი“, „სამნი“, „არსენა“, „ფოლადაური“, „გიორგი სააკაძე“, „კრწანისის გმირები“ და სხვა. მასვე ეკუთვნის [[ზაქარია ფალიაშვილი]]ს ოპერის „ლატავრასა“ და დ. არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ [[ლიბრეტო]]. აღსანიშნავია აგრეთვე მწერლის მთარგმნელობითი საქმიანობა. მან გაამდიდრა ჩვენი თეატრი კლასიკური რეპერტუარით, შილერის, გოგოლის და სხვათა ნაწარმოებებით.
 
მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].