სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎გასაბჭოება: დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 4:
== ისტორია ==
=== გასაბჭოება ===
[[1828]] წლიდან [[1917]] წლის [[ოქტომბრის რევოლუცია]]მდე, თანამედროვე სომხეთის ტერიტორია [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ნაწილი იყო და ძირითადად [[ერევნის გუბერნია]]ს მოიცავდა. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, [[ვლადიმერ ლენინი]]ს მთავრობამ გამოაცხადა რომ იმპერიაში შემავალ უმცირესობებს თვითგამოხატვის საშუალება მიეცემოდათ. იმპერიის გაუქმების შემდეგ სომხეთმა, ისევე როგორც მისმა მეზობელმა საქართველომ და აზერბაიჯანმა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა (იხილეთ სტატია [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა]])<ref>Richard G. Hovannisian, ''Republic of Armenia''. 4 vols. Berkeley: University of California Press, 1971-1996.</ref>. [[1920]] წლის ნოემბერში XI [[წითელი არმია|წითელმა არმიამ]] სომხეთში იწყო შესვლა. მათ წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ და 2 დეკემბერს ქვეყანაში ბოლშევიკური მმართველობა გამოცხადდა. [[1921]] წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირსა და [[თურქეთი|თურქეთს]] შორის დაიდო [[ყარსის ხელშეკრულება|ყარსის სამშვიდობო ხელშეკრულება]], რომლის ძალითაც თურქეთს დარჩა მნიშვნელოვანი ქართული და სომხური მიწები. სომხეთის მიღმა აღმოჩნდა ძველი ქალაქი [[ანისი]] და [[არარატი]]ს მთა. მისი საზღვრების მიღმა დარჩა [[აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|აზერბაიჯანის სსრ-სთან]] სადავო [[ნახიჩევანი]]სა და [[მთიანი ყარაბაღი]]ს რეგიონები<ref>{{cite book |last=Matossian |first=Mary Kilbourne |title=The Impact of Soviet Policies in Armenia |publisher=E.J. Brill |location=Leiden |year=1962 |page=30 |isbn=0-8305-0081-2}}</ref>, თუმცა სომხეთს გადაეცა [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ-სთან]] სადავო [[ლორე]].
 
== სახელმწიფო წყობილება ==