შიომღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

(→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, replaced: ვებგვერდი → საიტი)
შიომღვიმე ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ [[შიო მღვიმელი]], [[ბასილ კარიჭის ძე]] (XI ს.), [[არსენ იყალთოელი]], [[არსენ ბერი]], [[გიორგი ხუცესმონაზონი]] (XIII-XIV სს.), [[თეოდოსი]] ([[1878]]-[[1881]]) და სხვა.
 
შიომღვიმის უდიდესი წიგნთსაცავიდან მოღწეულია მრავალი ხელნაწერი. [[1804]] ცნობით, შიომღვიმის [[ბიბლიოთეკა|ბიბლიოთეკაში]] დაცული ყოფილა ხელნაწერთა მდიდარი ფონდი (10 ურემზე ძლივს დაეტეოდაო). შიოსავე სიცოცხლეში მონაზონთა რაოდენობა მონასტერში 25-დან 200-მდე გაიზარდა. შიომღვიმე VI საუკუნიდან XII საუკუნის დასაწყისამდე კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო მფარველობაში იმყოფებოდა, დავით აღმაშენებელმა იგი სამეფო საკუთრებად აქცია. დაუწესა საგანგებო „ანდერძი“-ტიპიკონი ([[1123]]) და შესწირა დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება. მონასტერმა მხარი დაუჭირა მეფეს ურჩ ფეოდალებთან ბრძოლაში. თბილისში მონასტერი ფლობდა სავაჭრო დუქნებს, საგანგებოდ აშენებდა გასაყიდ პირუტყვს. ჰქონდა სასამართლო (არასრული), საეპარქიო და სახელმწიფო გადასახადების შეუვალობის პრივილეგიები. მართვა-გამგეობის მხრივ მხოლოდ მეფე-პატრონის უზენაეს უფლებას ცნობდა, ეპარქიალურად მხოლოდ [[კათოლიკოს-პატრიარქი|კათოლიკოს-პატრიარქს]] ექვემდებარებოდა. XIII-XVIII საუკუნეებში შიომღვიმის პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობა დაქვეითდა. XIV საუკუნის II ნახევარში [[ამილახვრები|ზევდგინიძე-ამილავართა]] საკუთრება გახდა ([[გიორგი VII, ბაგრატ V-ის ძე|გიორგი VII-მ]] ერთგულობისათვის უბოძა [[ზევდგინიძე, თაყა|ზევდგინიძე იოთამს (თაყას)]]). ამ დროიდან XIX საუკუნის I ათეულ წლებამდე შიომღვიმე ზევდგინიძე-ამილახვართა საძვალე იყო. [[1614]]-[[1616]], [[შაჰი|შაჰ]]-[[აბას I (ირანი)|შაჰ-აბასის]] შემოსევების დროს შიომღვიმე ააოხრეს. [[1678]] აღადგინა [[ამილახვარი, გივი|გივი იოთამის ძე ამილახვარმა]]. ქართლში ოსმალთა ბატონობის ([[1723]]-[[1735]]) და ხშირი ლეკიანობის გამო [[1726]] შიომღვიმე მთლიანად დაიცალა.
 
[[1733]] მონასტერში განახლდა ცხოვრება. ამ ეტაპზე ფართო სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები შეასრულა [[ამილახვარი, გივი ანდუყაფარის ძე|გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა]]. [[1735]] შიომღვიმე [[ყიზილბაშები|ყიზილბაშებმა]] დაარბიეს და ბერები ერთიანად ამოხოცეს. XIV საუკუნიდან შიომღვიმის ყველა პრივილეგია გაუქმდა და გადავიდა მონასტრის პატრონის ხელში. ეპარქიალურად სამთავისის საეპისკოპოსოს დაექვემდებარა. სამთავნელ ეპისკოპოსს ზოგჯერ შიომღვიმის წინამძღვრის თანამდებობაც ეკავა. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ([[1801]]) შიომღვიმე ფეოდალური სენიორიიდან შტატის დაწესებილებად იქცა. [[1811]]-[[1822]] ადმინისტრაციულად შეუერთეს [[ქვათახევი|ქვათახევის მონასტერს]], [[1822]]-[[1887]] კი თბილისის ფერისცვალების მონასტერს. [[1887]]-დან მიეცა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული-სასულიერო მმართველობა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ეპისკოპოს [[ოქროპირისძე, ალექსანდრე|ალექსანდრე ოქროპირისძის]] ინიციატივითა და სახსრებით შიომღვიმე საფუძვლიანად განაახლეს. მონასტერი მოქმედებდა XX საუკუნის დასაწყისშიც. ამ ხანებში აქ სხვადასხვა შენობა აუგიათ. ამ დროსვე მოხატეს და „შეამკეს“, არსებითად კი დაამახინჯეს შიოს ძველი ეკლესია. მონასტრის მახლობლად კლდეში ნაკვეთი მღვიმეებია, რომლებიც ბერების საცხოვრებელი და თავშესაფარი იყო.