ჯარის გვარეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჯარის გვარეობა''' — შეიარაღებული ძალები|შეიარაღებული ძალე...
(განსხვავება არ არის)

19:16, 5 მარტი 2015-ის ვერსია

ჯარის გვარეობაშეიარაღებული ძალების სახეობის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც მისთვის დამახასიათებელი იარაღი და საბრძოლო ტექნიკა აქვს. XVI საუკუნიდან XX საუკუნემდე სხვადასხვა არმიაში არსებობდა სამი ჯარის გვარეობა: ქვეითი ჯარი, კავალერია და არტილერია. თანამედროვე შეიარაღებული ძალების ჯარის გვარეობებს განეკუთვნება: სახმელეთო ჯარების სარაკეტო ჯარები, მოტომსროლელი ჯარები, სატანკო ჯარები, არტილერია, ჰაერსადესანტო ჯარები, საზენიტო სარაკეტო ჯარები, ბომბდამშენი ავიაცია, გამანადგურებელი ავიაცია და სხვა. შეიარაღებული ძალების გვარეობებს — წყალქვეშა ნავები, წყალზედა ხომალდები, საზღვრის ქვეითი ჯარი და სხვა. ყოველ ჯარის გვარეობას სათავეში უდგას სარდალი ან ემორჩილება შეიარაღებული ძალების ამ სახეობის მთავარსარდალს.

ლიტერატურა