ჰიტლერიუგენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
ჰიტლერიუგენდმა აქტიური მოქმედება [[ვაიმარის რესპუბლიკა|ვაიმარის რესპუბლიკის]] ბოლო წლებში დაიწყო. მისი წევრები თავს ესხმოდნენ ებრაულ დუქნებს, არბევდნენ ებრაელთა მაღაზიებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, უწინარეს ყოვლისა, კომუნისტებსა და სოციალ-დემოკრატებს. ყავისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ყმაწვილები ფიურერის დავალებას პირნათლად ასრულებდნენ. ისინი მალე გადაიქცნენ ძალადობისა და უკანონობის სიმბოლოდ. მაღაზიებისა და დუქნების დარბევას პოლიციელთა უკურეაქცია მოჰყვა. ჰიტლერიუგენდის რამდენიმე წევრი დააპატიმრეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქუჩაში ყავისფერი უნიფორმით სიარული აიკრძალა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ჰიტლერელებმა ყავისფერი უნიფორმა მეყასბის სამოსით შეცვალეს. წინსაფრი ქვეშ ყველა მათგანს დანა ჰქონდა დამალული. დანით შეიარაღბული ახალგაზრდა ფანატიკოსები თავს ესხმოდნენ ყველას, ვინც ანტიეროვნულად მიიჩნეოდა. ისინი თავს დაესხნენ კომუნისტების მიტინგს. რამდენიმე კომუნისტი დაჭრეს, სხვები სასტიკად სცემეს. კომუნისტები საპასუხო თავდასხმისთვის მოემზადნენ. ორმოცდაათამდე კომუნისტი, რომლებიც დანებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი, თავს დაესხნენ ხუთ ჰიტლერელ ახალგაზრდას, რომლებიც სააგიტაციო ფურცლებს არიგებდნენ. წითლების დანახვისთანავე ჰიტლერელებმა თავს გაქცევით უშველეს. მხოლოდ ერთი მათგანი, [[ჰერბერტ ნორკუსი]] არ გაიქცა და ბოევიკებს შეებრძოლა. მან ერთ-ერთ თავდამსხმელს დანა გამოსტაცა და მუცელში გაუყარა. ამან სხვები შეაკრთო. ჰერბერტს თავისუფლად შეეძლო გაქცევა, მაგრამ ამის ნაცვლად ის დანით შეიარაღებულ თავდამსხმელებს ყიჟინით ეძგერა. მან ოთხი კაცი მოკლა, სამი კი მძიმედ დაჭრა. ბოევიკებმა ნორკუსი მოკლეს. ნაციონალ-სოციალისტური პრესა იტყობინებოდა ,რომ მას 32 ჭრილობა მიაყენეს. იგი ჰიტლერმა გმირად გამოაცხადა და საზეიმოდ დაკრძალა. მოგვიანებით, როცა ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მის ბიოგრაფიას სკოლაში ასწავლიდნენ. ნორკუსზე [[1933]] წელს მხატვრული ფილმიც გადაიღეს, რომელიც [[იოზეფ გებელსი|გებელსმა]] მოიწონა.
[[ფაილი:Bundesarchiv_Bild_183-G0627-500-001,_Auszeichnung_des_Hitlerjungen_Willi_Hübner.jpg|250პქ|მინი|16 წლის ჰიტლერიუგენდელის დაჯილდოვება]]
==საყმაწვილო საარჩევნო მობილიზაიამობილიზაცია==
ჰიტლერიუგენდის წევრები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ. მათი წვლილი უდიდესია იმაში, რომ გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ. მალე ჰიტლერმა, ნაცისტურის გარდა, ყველა პარტია აკრძალა. მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰიტლერიუგენდს უკვე ოფიციალურ დონეზე უჭერდნენ მხარს. სახემწიფოს მხარდაჭერით ეწყობოდა სპორტული ბანაკები, დადიოდნენ ლაშქრობებში, მონაწილეობდნენ სპორტულ შეჯიბრებებში, ეუფლებოდნენ ხელჩართული ბრძოლის ილეთებს, ცეცხლსასროლ იარაღს. ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, უბრალო ოჯახის შვილებს ეს იზიდავდა. არგუმენტსებს კარიერისტული მოსაზრებებიც ერთვოდა. [[1937]] წელს შირახისა და [[ჰაინრიხ ჰიმლერი|ჰიმლერის]] შეთანხმებით ჰიტლერიუგენდი [[შუცშტაფელი|ესესის]] მთავარ რეზერვად გამოცხადდა. ვინც ჰიტლერიუგენდის სკოლას გაივლიდა, გზა ხსნილი ჰქონდა არმიაში, უშიშროებაში და სახელმწიფო სტრუქტურებში.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიტლერიუგენდი“-დან