ჯარების ურთიერთმოქმედება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ჯარების ურთიერთმოქმედება''' — ოპერაციაში (ბრძოლაში), საერთო მიზნის მისაღწევად ამოცანებით, მიმართულებებით, საზღვრებით (რაიონებით) და მოქმედების დროით გაერთიანებული [[შეიარაღებული ძალები|შეიარაღებული ძალების]] სხვადასხვა სახეობის, [[ჯარის გვარეობა|ჯარის გვარეობების]], [[სამხედრო საზღვაო ფლოტი|ფლოტის]] ძალებისა და [[სპეციალური ჯარები|სპეციალური ჯარების]] შეთანხმებული თანამოქმედება. ჯარების ურთიერთმოქმედების აუცილებლობა [[არმია|არმიის]] ჩასახვისთანავე წარმოიშვა. [[იარაღი (სამხედრო)|იარაღის]] სრულყოფამ, ჯარის გვარეობების გაჩენამ, არმიის ორგანიზაციული სტრუქტურისა და [[საბრძოლო წყობა|საბრძოლო წყობის]] განვითარებამ ურთიერთმოქმედების მნიშვნელობა გაზარდა. [[I მსოფლიო ომი|I მსოფლიო ომში]] [[ავიაცია|ავიაციის]], [[ტანკი|ტანკების]], ჯარის ახალი გვარეობების, კავშირის ტექნიკური საშუალებების, შემდგომში შეიარაღებული ძალების ახალი სახეობების გამოჩენამ განაპირობა შეიარაღებული ძალებსა და ოპერატიულ გაერთიანებებს (არმიები, არმიათა ჯგუფები, [[ფრონტი (სამხედრო)|ფრონტები]]) შორის ურთიერთმოქმედების ორგანიზაციის სრულყოფა. ჯარების ურთიერთმოქმედება საბრძოლო მოქმედების ერთ-ერთი ძირითადი პრინციაპია. საბრძოლო მოქმედების მიზნისა და მასშტაბის მიხედვით ჯარების ურთიერთმოქმედება შეიძლება იყოს [[ტაქტიკა (სამხედრო)|ტაქტიკური]], ოპერატიული ან [[სტრატეგია (სამხდრო)|სტრატეგიული]]. [[ტაქტიკური ჯარები|ტაქტიკური ჯარების]] ურთიერთმოქმედების ორგანიზაცია ხდება ადგილზე ან [[რუკა|რუკაზე]] და ითვალისწინებს ბრძოლაში მონაწილე ყველა ძალისა და საშუალების შეთანხმებულ მოქმედებას. ოპერატიული ჯარების ურთიერთმოქმედება ნიშნავს ერთი სტრატეგიული ან საოპერაციო მიმართთულებით მოქმედი შეიარაღებული ძალების ოპერატიული გაერთიანებებისა და შენაერთების შეთანხმებულ მოქმედებას, ხოლო სტრატეგიული ჯარების ურთიერთმოქმედება — ფრონტებისა და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის ოპერატიული გაერთიანებების (რომლებიც ოპერაციას ატარებენ ერთი ან რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით) შეთანხმებულ გამოყენებას.
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|541}}