ჰიტლერიუგენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
[[ფაილი:Bundesarchiv_Bild_183-G0627-500-001,_Auszeichnung_des_Hitlerjungen_Willi_Hübner.jpg|250პქ|მინი|16 წლის ჰიტლერიუგენდელის დაჯილდოვება]]
==საყმაწვილო საარჩევნო მობილიზაია==
ჰიტლერიუგენდის წევრები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ. მათი წვლილი უდიდესია იმაში, ,რომ გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ. მალე ჰიტლერმა , ნაცისტურის გარდა, ყველა პარტია აკრძალა. მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰიტლერიუგენდს უკვე ოფიციალურ დონეზე უჭერდნენ მხარს. სახემწიფოს მხარდაჭერით ეწყობოდა სპორტული ბანაკები, დადიოდნენ ლაშქრობებში, მონაწილეობდნენ სპორტულ შეჯიბრებებში, ეუფლებოდნენ ხელჩართული ბრძოლის ილეთებს, ცეცხლსასროლ იარაღს. ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, უბრალო ოჯახის შვილებს ეს იზიდავდა. არგუმენტსებს კარიერისტული მოსაზრებებიც ერთვოდა. [[1937]] წელს შირახისა და {[[ჰაინრიხ ჰიმლერი|ჰიმლერის]] შეთანხმებით ჰიტლერიუგენდი [[შუცშტაფელი|ესესის]] მთავარ რეზერვად გამოცხადდა. ვინც ჰიტლერიუგენდის სკოლას გაივლიდა, გზა ხსნილი ჰქონდა არმიაში, უშიშროებაში და სახელმწიფო სტრუქტურებში.
 
== ომი დიდი გერმანიისთვის ==
[[1939]] წელს გერმანიისტვის ბრძოლაში ჰიტლერიუგენდიც ჩაება. მისი წევრები აგროვებდნენ თბილ ტანსაცმელებს ჯარისკაცებისთვის, მუშაობდნენ ჰოსპიტალებში სანიტრებად, გოგონები მედდად მუშაობდნენ. [[სტალინგრადი]]ს მარცხის შემდეგ გერმანიის მდგომარეობა გართულდა. გარდაუვალი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ სახალხო ლაშქარი შექმნა. ჯარში 16-დან 60 წლამდე მოქალაქეებს იწვევდნენ. ახალგაზრდა ნაცისტების უმრავლესობა ბრზოლის ველზე დაეცა. ომის უკანასკნელ წლებში ჰიტლერის ბრძანებით ფრონტზე უკვე ბიჭუნებსაც აგზავნიდნენ. ყოველ მათგანს ჰიტლერიუგენდის სკოლა ჰქონდა გავლილი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიტლერიუგენდი“-დან