ჯარიმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჯარიმა''' — ფულადი გადასახდელი, მატერიალური ზემოქმედების ღ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ჯარიმა''' — ფულადი გადასახდელი, მატერიალური ზემოქმედების ღონისძიება, რომელსაც იყენებენ [[კანონი (ნორმატიული აქტი)|კანონით]] დადგენილი წესით და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მათ შორის [[სისხლის სამართალი|სისხლის სამართლის კოდექსით]] გათვალისწინებული ფულადი გადასახდელი, რომელიც ინიშნება დღიური ანაზღაურების სისტემით. ჯარიმას იხდიან [[ფიზიკური პირი|ფიზიკური]] ან [[იურიდიული პირი|იურიდიული პირები]] მოქმედი კანონმდებლობის, დადებული [[ხელშეკრულება|ხელშეკრულების]] ან დადგენილი წესების დარღვევისათვის. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს გადამხდელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის [[ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა|ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა]] გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს [[შრომის ანაზღაურება|შრომის ანაზღაურების]] მინიმალური ოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები;
'''ჯარიმა''' — ფულადი გადასახდელი, მატერიალური ზემოქმედების ღონისძიება, რომელსაც იყენებენ კანონით დადგენილი წესით და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ფულადი გადასახდელი, რომელიც ინიშნება დღიური ანაზღაურების სისტემით. ჯარიმას იხდიან ფიზიკური ან იურიდიული პირები მოქმედი კანონმდებლობის, დადებული ხელშეკრულების ან დადგენილი წესების დარღვევისათვის. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს გადამხდელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები;
ჯარიმა ცნობილი იყო ძველ საქართველოში. თვით ტერმინი „ჯარიმა“ უცხოურია (არაბული ჯარიმა - ცოდვა, დანაშაული; სპარსული „ჯარიმა“ - საზღაური;საურავი, ჯურუმი). [[ქართული სამართლის ძეგლები|ქართული სამართლის ძეგლებში]] იგი [[XVII საუკუნე|XVII საუკუნიდან]] გვხვდება. "ჯარიმით განტანჯვას" ანუ დაჯარიმებას იწვევდა, კერძოდ, თვითნებობა, ცრუ დასმენა, დავაქარობა, “ლაშქრობის განწესების" დარღვევა, ჩხუბში მახვილის ამოღება. საჯაროსთან ერთად კუთვნილების ჯარიმაც არსებობდა. "მრუდეს კაცს" ჯარიმას მეფე, აგრეთვე სასამართლო და მებატონეც განუსაზღვრავდა. „საჴელმწიფოდ“ (მეფისა და დედოფლის სასარგებლოდ) განწესებულ-გადახდილი ჯარიმა სათანადო სარქარსა თუ „ქარხანას“ (საწყობს) მიებარებოდა. ჯარიმას აზღვევინებდა [[მოურავი]] (ან სხვა მოხელე), რომელსაც საზღაურის ნაწილი (სადედოფლო [[დასტურმალი|დასტურმალის]] მიხედვით - „ავკაცობის ჯარიმა“) ერგებოდა.
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|541|ფუტკარაძე}}
[[კატეგორია:ტერმინები]]
[[კატეგორია:სასჯელები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯარიმა“-დან