The Killers: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
2 თავის დამატება.
ხაზი 54:
=== 2005–07 წლები, ალბომები „Sam's Town“ და „Sawdust“ ===
2006 წლის 2 ოქტომბერს ჯერ [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], მეორე დღეს კი [[ამერიკის შეერთებული შტატები| შეერთებულ შტატებში]] გამოდის The Killers სტუდიაში ჩაწერილი რიგით მეორე ალბომი. რომლის სახელწოდება „Sam’s Town“, მოდის ლას-ვეგასის უძველესი კაზინოდან. ადგილობრივი მაცხოვრებლები „Sam’s Town“ მეტსახელადაც ეძახიან თვითონ ქალაქს. ჯგუფის თქმით, ალბომში შესული ნომრები ეძღვნება იმ ამერიკას, რომელზეც ადამიანები ოცნებობდნენ და ყოველთვის იოცნებებენ. ფლაუერსის განცხადებით, რომელიც უმეტესი სიმღერების ტექსტის ავტორიც არის, „მინდოდა შემექმნა ალბომი, რომელიც აჩვენებდა ყველაფერ მნიშვნელოვანს, რამაც დღემდე მომიყვანა.“ ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში გაყიდულია ალბომის დაახლოებით 8 მლნ. ეგზემპლარი.
[[File:Samstown-01.jpg|thumb|right|კაზინო ''Sam's Town'' [[ლას-ვეგასი|ლას-ვეგასში]]]]
 
[[ნიდერლანდელები|ნიდერლანდელი]] ფოტოგრაფი, რეჟისორი ანტონ კორბაინი მხატვრულად აფორმებს ალბომს. მისი თქმით ალბომის ყდისთვის The Killers უნდოდა „ელეგანტური და ბოშური იმიჯი“. ალბომი უკვე გამოსვლის კვირას იყიდება 315,000 ცალი და შეერთებულ შტატებში იკავებს მეორე ადგილს [[ბილბორდ 200|ბილბორდის]] ჰიტ-პარადის ჩამონათვალში. „Sam's Town“ ხდება „პლატინა“ აშშ, დიდი ბრიტანეთს, [[ავსტრალია]], [[კანადა]], [[არგენტინა]]სა და ირლანდიაში. ალბომში შესული ნომრები კვლავ ჰიტტდება, განსაკუთრებით „When You Were Young“. „Sam's Town“ ასევე ხვდება გრემის ნომინაციებში.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/The_Killers“-დან