ჯარგვალი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჯარგვალი'''—გაუთლელი მორებისაგან აგებული ნაგებობა. საქართ...
(განსხვავება არ არის)

20:29, 4 მარტი 2015-ის ვერსია

ჯარგვალი—გაუთლელი მორებისაგან აგებული ნაგებობა. საქართველოს ტერიტორიაზე დასტურდება III ათასწლეულიდან. ტყიან რაიონებში ჯარგვალურად აშენებდნენ სახლს, წისქვილს, ხულას, ბეღელს, ხიდის ბურჯებს, საქონლის სადგომს. არსებობს ჯარგვალის 2 სახე: 1. ძირთული ჯარგვალი, - გრძელი მორებით ნაშენი, მიწურიატაკიანი, ყავრით ან ისლით გადახურული ორფერდსახურავიანი და ორსათავსიანი ნაგებობა. ერთ სათავსს იყენებდნენ ადამიანის საცხოვრებლად, მეორეს - საქონლის სადგომად. 2. ზედშედგმული ჯარგვალი - ორსართულიანი ძელური ნაგებობა. პირველ სართულს მთლიანად სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ, მეორეს - საცხოვრებლად.

ლიტერატურა