მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
 
'''არჩილ გაბრიელის ძე ჯანაშვილი''' (დ. [[9 იანვარი]], [[1904]], [[კახი]], [[საინგილო]], ახლანდელი [[აზერბაიჯანი]] — გ. [[1985]], [[თბილისი]]) — ქართველი ზოოლოგი, პროფესორი (1963 წ). საქართველოში [[ზოოგეოგრაფია|ზოოგეოგრაფიის]] ერთ-ერთი ფუძემდებელი. ამ დარგში ჯანაშვილის ნაშრომები „ზოოგეოგრაფია“ (მე-3 გამოცემა, თბილისი, 1974 წ) და „ზოოგეოგრაფიული რუკა“ (სსრ ატლასი, თბილისი, 1964 ) პირველია ქართულ ენაზე. დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თსუ]]-ს პედაგოგიური ფაკულტეტი, საბუნებისმეტყველო განხრით (1927 წ). 1926 წლიდან მუშაობდა თსუ-ის [[ზოოლოგია|ზოოლოგიის]] კათედრაზე. იყო თსუ-ის [[ხერხემლიანები|ხერხემლიანთა]] ზოოლოგიის (1946-82 წწ) და [[თელავი|თელავის]] სამასწავლებლო ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების (1939-44 წწ) კათედრათა გამგე. სხვადასხვა დროს მუშაობდა აგრეთვე [[თბილისის ზოოპარკი|თბილისის ზოოპარკში]], [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ზოოლოგიის, თბილისი სასოფლო სამეურნეო, თბილისი, გორის, ქუთაისის, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში. ჯანაშვილის კვლევის საგანი იყო საქართველოს [[ძუძუმწოვრები]], [[ქვეწარმავლები]], [[ამფიბიები]]. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ზოოლოგიური ტერმინოლოგიის შედგენის საქმეში. ავტორია მრავალი საბავშვო მოთხრობისა. მიღებული აქვს საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია (1985 წ).
 
{{ქსე|11|536}}
 
{{DEFAULTSORT:ჯანაშვილი, არჩილ}}
[[კატეგორია:ქართველი ზოოლოგები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1904]]