ჯამალზადე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''სეიდ ჯამალზადე''' მოჰამედ ალი''' (დაბ.[[1890]], [[ისპაანი]]), [[ირანი|ირანელი]] მწერალი. საშუალო განათლება მიიღო [[ბეირუთი|ბეირუთში]], უმაღლესი - [[შვეიცარია|შვეიცარიასა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. მოიპოვა სამართლის დოქტორის წოდება. ცხოვრების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო ბერლინში, ჟურნალ „ქავეში“ (1916-22 წწ), 1921 წელს გამოაქვეყნა მოთხრობების პირველი კრებული „იყო და არა იყო რა“, რომლითაც საფუძველი ჩაუყარა ევროპული ყაიდის ეროვნულ ნოველას. ამ კრებულის ავტორისეული წინასიტყვაობა თანამედროვე ირანული პროზის მანიფესტად ითვლება. ჯამალზადე ნაწარმოებებში დასცინის ირანის საზოგადოების მანკიერ მხარეებს, ჩამორჩენილობას. ეკუთვნის პიესები და სტატიები ლიტერატურათმცოდნეობისა და ირანის კულტურის ისტორიულ საკითხებზე; შეადგინა „იდიომებისა და ხალხური სიტყვიერების ლექსიკონი“ (1962 წ). მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც.
 
{{ქსე|11|534|სტატია - ჯამალზადე }}
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|534|სტატია - ჯამალზადე }}
[[კატეგორია:ირანელი მწერლები ]]