მადაგასკარის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Beqabai|Beqabai]]|2=2015 წლის 2 მარტი}}
 
[[ფაილი:LaGuerreAMadagascar.jpg|მინი|ფრანგების მადაგასკარის დაპყრობითი ომების ამსახველი პოსტერი
]]
'''მადაგასკარის ისტორია'''
[[მადაგასკარი]]ს ისტორია არ არის სათანადოდ შერწავლილიშესწავლილი. XIV ს-ში მადაგასკარის ცენტრში შეიქმნა [[იმერენის სახელმწიფო]], რომელიც XVIII ს-ის დასასრულს ძლიერი ცენტრალიზებული მონარქია გახდა. XIX ს-ის დასაწყისიდან დაიწყო [[ინგლისი]]სა და [[საფრანგეთი]]ს ბრძოლა მადაგასკარისთვის. [[1885]] წელს საფრანგეთმა მადაგასკარზე [[პროტექტორატი]] დაამყარა. [[1896]] წელს მოახდინა მისი [[ანექსია]] და [[1897]]-ში გააუქმა იმერინის მონარქების ხელისუფლება. ქვეყანა საფრანგეთმა აგრალურ-სანედლეულო დანამატად გადააქცია. კოლონიის პერიოდში მადაგასკარის ხალხი არ წყვეტდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ბრძოლა გადაიზარდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. [[1946]] წელს აღმოცენდა პირველი მასობრივი პოლიტიკური ორგანიზაცია - [[მალაგასის აღორძინების დემოკრატიული მოძრაობა]] (მადმ). [[1947]] წელს იფეთქა შეიარაღებულმა აჯანყებამ, რომელიც სასტიკად ჩაახშვეს ფრანგმა კოლონიზატორებმა. მადმ კანონგარეშე გამოაცხადეს. მისი აქტივისტები დასაჯეს. XX ს-ის 50-იან წლებში შეიქმნა რამდენიმე ბურჟუაზიულ-რეფორმისტული პარტია, მათ შორის სოციალ-დემოკრატიული პარტია. [[1957]] წელს მადაგასკარი ავტონომიურ მალაგასის რესპუბლიკად გამოცხადდა საფრანგეთის გაერთიანებების ფარგლებში. იმავე წელს შეიქმნა მადაგასკარის დამოუკიდებლობის კონგრესის პარტია, რომელმაც მოითხოვა ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა.
 
[[1960]] წლის [[26 ივნისი|26 ივნისს]] გამოცხადდა მალაგასის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. [[პრეზიდენტი]] გახდა სოციალ-დემოკრატების ლიდერი [[ფილიბერ ცირანანა]]. იმავე წლის სექტემბერში მალაგასის რესპუბლიკა მიიღეს [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაეროში]].<br>