მადაგასკარის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
]]<br>
 
მალაგასის სუვერენიტეტი შეიზღუდა თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებით ([[1960]] [[აპრილი]]), რომელიც საფრანგეთმა თავს მოახვია მადაგასკარს. შეთანხმების თანახმად მალაგასის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს საფრანგეთი აკონტროლებდა. საფრანგეთმა კუნძულზე შეინარჩუნა რიგი სამხედრო ბაზა და პრივილეგიები ეკონომიკაში. მალაგასის რესპუბლიკის მაშინდელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა არ შეესაბამებოდა ქვეყნის მოსახლეობის ფართო მასების ინტერესებს. ამან წარმოშვა უკმაყოფილება დემოკრატიულ წრეებში, რაც [[1972]] წელს მძლავრ გამოსვლებში გადაიზარდა. ცირანანა იძულებული გახდა ძალაუფლება სამხედრო პირებისთვის გადაეცა ([[1972]]ის [[ოქტომბერი]]), რომელთაც გენერალი [[რამანანცუა]] მეთაურობდა. [[1973]] წლის იანვარს ახალმა მთავრობამ ოფიციალურად გააუქმა საფრანგეთ-მალაგასის შეთანხმება და გაატარა დემოკრატიული ღონისძიებები, რომლებიც მემარჯვენე ძალების წინააღმდეგობას წააწყდა. [[1975]] წლის თებერვალში მოკლეს პოლკოვნიკი [[რაციმანდრავა]] (მთავრობის მეთაური [[1975]] წლის 6 თებერვლიდან). ხელისუფლებამ მკაცრად ჩაახშო მემარჯვენეთა წინააღმდეგობა. შეიქმნა ახალი მთავრობა — უმაღლესი რევოლუციური საბჭო.
 
==ლიტერატურა==