დიმიტრი ბენაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
1933 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ "[[ჩვენი თაობა|ჩვენი თაობის]]" რედაქტორი (1939-1942), [[რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი]]ს უახლესი ქართული ლიტერატურის განყოფილების გამგე (1947-1962), 1962 წლიდან – [[ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი]]ს ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. სოციალისტური რეალიზმისა და მარქსისტული ესთეტიკის პრობლემებს მიეძღვნა ბენაშვილის ნაშრომები "მარქსიზმი და ლიტერატურა" (1931), "ხელოვნების საკითხები" (1941) და სხვა. ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებისა, მონოგრაფიებისა: "ალექსანდრე ყაზბეგი" (1939), "მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება" (1959), "ვაჟა–ფშაველა. შემოქმედი და მოაზროვნე" (1961), აგრეთვე გამოკვლევებისა: "კრიტიკული ნარკვევები XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე" (1967), "სახისა და ხასიათის პრობლემა «ვეფხისტყაოსანში»" (1954), "გალაკტიონ ტაბიძე. კოლაუ ნადირაძე" (1961) და სხვა.
 
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]. მასთან ერთად პანთეონში დაკრძალულია მისი მეუღლე — '''ვერა აბრამის ასული ჩოფიკაშვილი''' (დ. [[25 დეკემბერი]], [[1912]], სოფ. სტეფანწმინდა, ([[ყაზბეგის რაიონი]]) — გ. [[12 ნოემბერი]], [[1988]], [[თბილისი]]).
 
==ლიტერატურა==