ჯამალზადე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჯამალზადე''' სეიდ მოჰამედ ალი (დაბ.1890, ქ ისპაანი), ირანი|ირან...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''სეიდ ჯამალზადე''' სეიდ მოჰამედ ალი (დაბ.1890, ქ [[ისპაანი]]), [[ირანი|ირანელი]] მწერალი. საშუალო განათლება მიიღო [[ბეირუთი|ბეირუთში]], უმაღლესი - [[შვეიცარია|შვეიცარიასა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. მოიპოვა სამართლის დოქტორის წოდება. ცხოვრების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო ბერლინში, ჟურნალ „ქავეში“ (1916-22 წწ), 1921 წელს გამოაქვეყნა მოთხრობების პირველი კრებული „იყო და არა იყო რა“, რომლითაც საფუძველი ჩაუყარა ევროპული ყაიდის ეროვნულ ნოველას. ამ კრებულის ავტორისეული წინასიტყვაობა თანამედროვე ირანული პროზის მანიფესტად ითვლება. ჯამალზადე ნაწარმოებებში დასცინის ირანის საზოგადოების მანკიერ მხარეებს, ჩამორჩენილობას. ეკუთვნის პიესები და სტატიები ლიტერატურათმცოდნეობისა და ირანის კულტურის ისტორიულ საკითხებზე; შეადგინა „იდიომებისა და ხალხური სიტყვიერების ლექსიკონი“ (1962 წ). მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც.
{{ქსე|11|534|სტატია - ჯამალზადე }}
[[კატეგორია:ირანელი მწერლები ]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯამალზადე“-დან