შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
1615 წელს კახეთში [[კახეთის აჯანყება 1615|აჯანყებამ]] იფეთქა. 1616 წელს აბას I-მა კვლავ გამოილაშქრა საქართველოზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მთლიანად მოესპო კახეთის მოსახლეობა - მამაკაცები გაეწყვიტა. ქალები და ბავშვები ტყვედ წაეყვანა და კახეთში თურქმანული ტომები ჩამოესახლებინა. შირვანის ბეგლარბეგი იუსუფ-ხანი აღმოსავლეთიდან შეიჭრა კახეთში ქ. ზაგემსა და მის მიმდგომ მხარეებს შეუტია. შაჰი კი ჯერ ქართლში შევიდა, თბილისში დადგა, ქართლის მმართველად ბაგრატ-ხანი ([[ბაგრატ VII]]) დანიშნა, შემდეგ კახეთში გადავიდა და ჯარი სხვადასხვა მხარეს შეუსია. თეიმურაზ I-ს არც ოსმალეთი დაეხმარა, არც ქართლის ფეოდალები მიეშველნენ და იგი იძულებული გახდა კვლავ იმერეთში გადახვეწილიყო. კახეთის მოსახლეობა უდიდეს გასაჭირში ჩავარდა. ნაწილი [[ალაზანი|ალაზანს]] გაღმა გავიდამ იქ მიწაყრილები ააგო, წყლით სავსე თხრილები შემოავლო და თავდასაცავად მოემზადა. დიდი მსხვერპლის ფასად აბას I-მა ადიდებული ალაზანი გადალახა და 20 დღის განმავლობაში უტევდა კახელების სიმაგრეებს. უთანასწორო ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ. მხარე ნანგრევებად იქცა; მამაკაცთა უმრავლესობა მტერს შეაკვდა, ქალები და ბავშვები კი ტყვედ წაიყვანეს. მოკლულთა რიცხვი დაახლოებით 70 ათ. აღწევდა, ტყვედ წაყვანილთა კი 170 ათ. აჭარბებდა. შაჰმა კახეთში გარნიზონები დატოვა და თბილისზე გავლით ირანისაკენ გაემართა (1616 წლის ზაფხული). კახელებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ.
 
1616 წლის ბოლოს აბას I-მა კახეთში დიდი ლაშქარი გამოგზავნა [[ისა-ხანი|ისა-ხან ყორჩიბაში]]ს მეთაურობით. მტერი ქიზიყს შეესია. კახელები დამარცხდნენ. ირანელებმა ამჯერად 20 ათ. ტყვე წაიყვანეს. კახეთის მოსახლეობა ისევ განაგრძობდა ბრძოლას. ამიტომ 1617 წლის გაზაფხულზე აბას I-მა კვლავ დალაშქრა კახეთი. პირველი ბრძოლა [[ხორნაბუჯი]]ს ციხესთან გაიმართა. თავგანწირული წინააღმდეგობის შემდეგ მეციხოვნეები იძულებული გახდნენ ციხე შაჰისთვის ჩაებარებინათ. მეომრებისა და მოსახლეობის ნაწილი ირანში გადაასახლეს, ნაწილი კი ბაგრატ-ხანის თხოვნით ქართლში გადაიყვანეს. შაჰის ჯარებს დიდი წინააღნდეგობა გაუწია [[ქიზიყი]]ს მოსახლეობამ. ბევრი მტერს შეაკვდა, ხოლო რამდენიმე ათასი კაცი, მეტწილად ქალები და ბავშვები, სპარსელებმა ტყვედ წაასხეს. აბას I-მა კახეთი ორად გაყო: ივრის დასავლეთი მხარე ბაგრატ-ხანს ჩააბარა, აღმოსავლეთი კი განჯის მმართველს [[ფეიქარ-ხანი|ფეიქარ-ხანს]] გადასცა. დაცარიელებულ კახეთში თურქმანების ჩამოსახლება დაიწყო. ამის შემდეგ შაჰი თბილისზე გავლით ირანისაკენ გაემართა. კახელების მძიმე მდგომარეობის ისარგებლეს დაღესტნელმა ფეოდალებმაც, კახეთიდან მრავალი ტყვე წაიყვანეს და დიდძალი ქონება გაზიდეს. სამწლიანი (1614-1617) უთანასწორო ბრძოლების შედეგად კახეთის ზოგი ქალაქი და სოფელი სრულიად განადგურდა. ბრძოლებში 100 ათ. კაცი დაიღუპა, 200 ათ. კი ტყვედ წაიყვანეს და ფერეიდანში, მაზანდარანსა და ირანის ზოგიერთ სხვა პროვინციაში ჩაასახლეს. მნიშვნელოვანი ზარალი ნახა ქართლმაც, აბას I-მა ამ ლაშქრობებით ვერ დაიმორჩილა ქართველი ხალხი. ბრძოლა შემდეგშიც დიდხანს გრძელდებოდა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==