დავით VIII: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ added Category:საქართველოს სამეფოს ბაგრატიონები using HotCat |
No edit summary |
||
ხაზი 30:
'''დავით VIII''' (დ. დაახლოებით [[1273]]([[1274]]) — გ. [[1311]]), საქართველოს მეფე [[1293]]-[[1311]], [[დემეტრე II, თავდადებული|დემეტრე II თავდადებულის ძე]]. 1284-იდან იზრდებოდა [[ორბელი, ტარსაიჭ|ტარსაიჭ ორბელის]] სახლში. [[1289]] დემეტრე II-მ ილხანთა [[ურდო|ურდოში]] წაიყვანა. [[1291]] ათაბაგი [[ხუტლუბუღა]] შეეცადა [[ვახტანგ II|ვახტანგ II-ის]] ([[დავით VI|დავით ნარინის ძე]]) მაგიერ დავით უფლისწული გაემეფებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1291 ([[1292]]) მონაწილეობდა ქეღათუ-ყაენის მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში. ამის შემდეგ ყაენმა დავით VIII მეფედ დაამტკიცა. დავით VIII ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იყო, დასავლეთ საქართველოსი კი [[კონსტანტინე I (იმერეთის მეფე)|კონსტანტინე I]], დავით VI ნარინის ძე განაგებდა. დავით VIII ცდილობდა ილხანსა და ნოინებს შორის ბრძოლა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. [[1295]] მან კავშირი შეკრა ქეღათუ-ყაენის მოწინააღმდეგე თუქალ-ნოინთან. იმავე წელს ბაიდუსა (ილხანი 1295) და ყაზანს (ილხანი [[1295]]-[[1304]]) შორის ბრძოლაში თუქალი ბაიდუს მხარეზე იბრძოდა. [[1297]] დავით VIII ყაზან-ყაენმა ურდოში იხმო. ვაზირთა რჩევის მიუხედავად, მეფე არ ეახლა მას, აჯანყდა და მომხრე ფეოდალებთან ერთად მთიულეთში გამაგრდა. დავით VIII-მ ყაზანის წინააღმდეგ პოლიტიკური კავშირი შესთავაზა ორქოს ურდოს ყაენს - მას თავისი უმცროსი ძმა ვახტანგი გაუგზავნა ელჩად და ირანში შესასევად უმოკლესი, დარიალის გზის მიცემას დაჰპირდა. ამ კავშირის ჩაშლის მიზნით ყაზან-ყაენი შეეცადა დაზავებოდა დავით VIII-ს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ყაზანმა ჯარები გამოგზავნა ურჩი ვასალის დასამორჩილებლად. როდესაც ამ გზითაც ვერაფერს გახდა, [[1299]] მეფედ დაამტკიცა დავით VIII-ის უმცროსი ძმა (შემდეგში [[გიორგი V ბრწყინვალე]]).
მონღოლთა განუწყვეტელი შემოსევები ქვეყანას ანადგურებდა. დავით VIII-ის მომხრე მსხვილ ფეოდალთა უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ბრძოლის გაგრძელება უაზრო იყო და ყაენს დამორჩილდა. დავით VIII კვლავ
==ლიტერატურა==
|