რუსუდანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შინაარსი შეიცვალა 'es me var zeinabi me miyvars wikipedia'-ით
მომხმარებლის 80.77.50.41 ცვლილებების გაუქმება (№2855177)
ხაზი 1:
{{მმ*|რუსუდანი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
es me var zeinabi me miyvars wikipedia
 
{{მმართველი
|ქვეყანა = [[საქართველო]]ს
|თანამდებობა = მეფე
|სახელი = რუსუდანი
|ორიგინალური სახელი =
|რიგი =
|რიგი-მეუღლეების =
|სურათი = Coin of Queen Rusudan.jpg
|წარწერა = რუსუდან მეფის მონეტა
|მმართველობის დასაწყისი = [[1223]]
|მმართველობის დასასრული = [[1245]]
|კორონაცია =
|წინამორბედი = [[გიორგი IV ლაშა]]
|მემკვიდრე = [[დავით VI]], [[დავით VII]]
|სხვა წოდებები =
|ვიცე-პრეზიდენტი =
|პარტია =
|დაბადების თარიღი = [[1194]]
|დაბადების ადგილი =
|გარდაცვალების თარიღი = [[1245]]
|გარდაცვალების ადგილი =
|ქორწინება = [[მოღის ედ-დინი]]
|შვილები = 1. [[დავით VI|დავით VI ნარინი]]<br />2. [[თამარი (გურჯი-ხათუნი)|თამარი]]
|დინასტია = [[ბაგრატიონები]]
|მამა = [[დავით სოსლანი]]
|დედა = [[თამარ მეფე]]
}}
 
'''რუსუდანი''' (დ. დაახლოებით [[1194]] — გ. [[1245]]), საქართველოს მეფე [[1223]]-[[1245]], [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] და [[დავით სოსლანი]]ს შვილი. [[1223]] იქორწინა რუმის სულთნის [[თოღრულ შაჰი|თოღრულ შაჰის]] ძე [[მოღის ედ-დინი|მოღის ედ-დინიზე]], რომელიც პირობის თანახმად წინასწარ გაქრისტიანდა. რუსუდანის მეფობის პირველ წლებში ([[1223]]-[[1225]]) საქართველოს ლაშქარმა რამდენიმეჯერ ილაშქრა არან-აზერბაიჯანში, სადაც ვასალურმა და მეზობელმა ქვეყნებმა მტრული მოქმედება დაიწყეს. [[გარნისის ბრძოლა 1225|გარნისის ბრძოლაში]] ([[1225]]) [[ჯალალედინი|ჯალალედინმა]] დაამარცხა საქართველოს ლაშქარი, რომელსაც ივანე ათაბაგ-ამირსპასალარი მეთაურობდა და ხვარაზმელები [[1226]] [[თბილისი|თბილისს]] მიადგა. რუსუდანი და სამეფო კარი [[ქუთაისი|ქუთაისში]] გადავიდა. ჯალალედინმა 9 მარტს თბილისი აიღო. ხვარაზმელებმა გაწყვიტეს ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობა ([[ქართველები]] და [[სომხები]]), დიდძალი ქონება იგდეს ხელთ. თბილისის აღების შემდეგ მტრის ლაშქარი საქართველოს სხვა ნაწილების ძარცვა-რბევას შეუდგა. 1225-30 განმავლობაში რომლის ლაშქარი სხვადასხვა ადგილას გამუდმებით ებრძოდა [[ბოლნისის ბრძოლა|ხვარაზმელებს]].
დაახლოებით [[1230]]/[[1231]] რუსუდანმა თავისი 5 წლის ვაჟი [[დავით VI|დავითი]] თანამოსაყდრედ აკურთხებინა [[ქუთაისი|ქუთაისში]]. დაახლოებით [[1233]] რუსუდანი და სამეფო კარი თბილისში გადავიდნენ. [[1235]] მონღოლებმა აიღეს საქართველოს ყმადნაფიცი [[განძა]] (განჯა) და თბილისისკენ წამოვიდნენ. რუსუდანმა თბილისის დაცვა ციხისთავ მუხას ძეს დაავალა, თვითონ კი ისევ ქუთაისში გაიქცა. გაატარა ფულის რეფორმა; განახლდა ვერცხლის მონეტების მოჭრა. [[1236]]/[[1237]] რუსუდანმა თავისი ასული [[თამარი (გურჯი-ხათუნი)|თამარი]] რუმის სულთანს ყაიას ედ-დინს მიათხოვა და მასთან გაგზავნა [[გიორგი IV ლაშა|ლაშა გიორგის]] ძე [[დავით VII|დავითი]], რომ, როგორც ტახტის მოსალოდნელი მეტოქე, თავიდან მოეშორებინა.
 
რუსუდანმა და მთავარსარდლობამ ვერ გაუწიეს მონღოლებს ორგანიზებული წინააღმდეგობა. სამეფოს სანაპირო-სასაზღვრო რაიონების მმართველები ([[მხარგრძელი, ავაგ|ავაგ]] [[ამირსპასალარი]], [[ვარამ გაგელი]], [[მხარგრძელი, შანშე|შანშე]] [[მანდატურთუხუცესი]] და სხვები) ბრძოლის მაგიერ თავიანთ ციხესიმაგრეებში შეიხიზნენ დაქსაქსული ძალების დამორჩილება მონღოლებმა შედარებით ადვილად შეძლეს. [[1239]]/[[1240]] რუსუდანმა რომის პაპს სთხოვა დახმარება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და დაიწყო საზავო მოლაპარაკება მონღოლებთან. ამავე დროს მან ბათო-ყაენთან გაგზავნა მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი არსენი, რომლის დაბრუნების შემდეგ მონღოლებს დაუზავდა. [[1242]]/[[1243]] რუსუდანი და მისი ძე დავითი თბილისში გადავიდნენ, საიდანაც დავითი ყაენთან გაგზავნეს. დასნეულებული რუსუდანი მის მოლოდინში გარდაიცვალა.
==ლიტერატურა==
*''ჯავახიშვილი ივ.'', ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966;
*''გუჩუა ვ.,''[[ქსე]], ტ. 8, გვ. 515, თბ., 1984
{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| წინამორბედი= [[გიორგი IV ლაშა|გიორგი IV]] | ტიტული=[[საქართველოს მეფე]] | წლები=[[1223]] - [[1245]]| შემდეგი = [[დავით VI]]<br>[[დავით VII]]}}
{{დაასრულე ყუთი}}
 
{{ერთიანი საქართველოს მეფეები}}
 
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1194]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1245]]
[[კატეგორია:საქართველოს სამეფოს ბაგრატიონები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუსუდანი“-დან