დიდუბე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Tbilisi, Didube area.jpg|მინი|250პქ|დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის ხედი]]
'''დიდუბე''' — [[თბილისი]]ს ერთ-ერთი უბანი, ქალაქის ტერიტორიული ნაწილი [[1870-იანი წლები]]დან. მდებარეობს მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] ნაპირის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე, მოიცავს წერეთლის გამზირს და მის მიმდებარე ქუჩებს. წარმოდგა სახელწოდებიდან „დიდი დუბე“ ე. ი. დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. ამ მიდამოების უძველესი სახელწოდებაა „ცხენის ტერფი“ (V ს.).
 
==ლოკალიზაცია==
დიდუბის საზღვრები სხვადასხვა დროს სხვადასხვაა. უძველესი წყაროებით ესაა ადგილი მტკვრის ჩრდილოეთით და ლოკალიზებული არაა. XIX საუკუნეში გერმანელთა ახალშენი, სოფელი ალექსანდერდორფი, იყო ახლანდელი სამტრედიის ქუჩის მიდამოებში და ესეც დიდუბედ ითვლებოდა. დაახლოებით ამავე პერიოდში ამ დიდ ტერიტორიაზე ყოფილა სოფელი დიდუბე. 1872 წელს თბილისი-ფოთის რკინიგზამ დიდუბე ორ ნაწილად გაჰყო. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ნაძალადევი (რუსულად ნახალოვკა) ეწოდა, ხოლო რკინიგზასა და მუშტაიდს შორის დარჩენილი ადგილი დარჩა დიდუბედ. დაახლოებით ამ უკანასკნელის საზღვრებში იყო მოქცეული დიდუბე XIX საუკუნის ბოლოსათვის<ref>„ივერია“, 1898წ, №35</ref>.
 
== ისტორია ==
[[ფაილი:Bronze axe from Didube 1000 BCE or earlier.JPG|მინიატიურა|მარცხნივმარჯვნივ|ბრინჯაოს ხანის ცული დიდუბის ნამოსახლარიდან]]
დიდუბის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია [[ენეოლითი]]ს დასასრულისა და ადრინდელი [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] დასაწყისის ([[ძვ. წ. IV ათასწლეული]]ს ბოლო) ნამოსახლარი, [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის კულტურის]] ადრეული ძეგლი (გაითხარა [[1930]], ხელმძღვანელი გ. ნიორაძე). ნაპოვნია ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი თიხის ჯამები, მაღალი ცილინდრულყელიანი ქოთნები, კოჭები, სამყურა ჭურჭელი, კერამიკა სადაა, მოვარდისფრო-ნაცრისფერზედაპირიანი, შემკულია მიძერწილი კოპებითა და შვერილებით. ნაპოვნია აგრეთვე ობსიდიანის ანატკეცები, ისრისპირი, დანისებრი იარაღი, ძვლის სადგისები, კვირისტავები და სხვა. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ბეშტაშენში, კიკეთში, კოდში, სამშვილდეში. გათხრების შედეგად მოძიებული მდიდარი ინვენტარი ამტკიცებს, რომ აქ ცხოვრობდა თვითმყოფადი კულტურისა და ერთი მოდგმის მობინადრე მიწათმოქმედი და მესაქონლე მოსახლეობა, რომლის მეურნეობაში, როგორც ჩანს, დიდი ადგილილ ეკავა აგრეთვე მონადირეობას და მეტევზეობას, ...დიდუბის მოსახლეობას სცოდნია აგრეთვე სუფთად დართული ძაფით ქსოვა<ref>დ. ქორიძე, „თბილისის არქეოლოგიური ძეგლები“, ნაწ. 1, 1955 წ. გვ. 75</ref>.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდუბე“-დან