დიდუბე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 19:
[[XVII საუკუნე]]ში, [[ვახტანგ V]]-ის მეფობის დროს, დიდუბეში კვლავ გაჩნდა მოსახლეობა. ამავე პერიოდში აქ [[ავჭალა|ავჭალიდან]] რუ გამოიყვანეს. [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე]]ებში იგი ქალაქპირა სოფელი იყო და თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწვდიდა. გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის [[გიულდენშტედტი, იოჰან ანტონ|ი. ა. გიულდენშტედტის]] მიერ შედგენილ რუკაზე ([[1772]]) აღნიშნულია დიდუბის ციხე-გალავნის ნანგრევები. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა, ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან გამოყვანილი ე. წ. „ბაღის არხი“.
 
[[1817]]-[[1818]] წლებში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველის ფავორიტის ბარონესა კრუდნერის აქტიური მონაწილეობით და მფარველობით საქართველოში 500-ზე მეტი ვიუტებერგელი და ბადანელიბადენელი ოჯახი ჩამოასახლეს. შეიქმნა გერმანელთა შვიდი ახალშენი. ნაწილი ამ მოახალშენეებისა დასახლდა თბილისის მაშინდელ განაპირა რაიონებში — კუკიაზე, დღევანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტისა და მარჯანიშვილის ქუჩის მიდამოებში, ნაწილს კი დიდუბეში დაეთმოთ სახაზინო მიწები, სადაც შეიქმნა გერმანელთა კიდევ ერთი დასახლება, რომელსაც ალექსანდრე პირველის საპატივცემულოდ [[ალექსანდერდორფი]] ეწოდა.
 
[[1872]] წელს თბილისი-[[ფოთი]]ს [[საქართველოს რკინიგზა|რკინიგზის]] გაყვანის გამო დიდუბის ტერიტორია ორად გაიყო. რკინიგზის მუშები უნებართვოდ სახლდებოდნენ რკინიგზის გადაღმა მდებარე დიდუბის მიწებზე, ამიტომ ამ ტერიტორიას [[ნაძალადევი]] (რუსულად ნახალოვკა) დაერქვა. [[1905]] წლის დეკემბრის შეიარაღებულმა აჯანყებამ დიდუბეშიც ჰპოვა გამოძახილი. [[23 დეკემბერი|23 დეკემბერს]] მეფის ჯარი დიდუბეში შეიჭრა. მუშათა შეიარაღებულმა რაზმებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს და უკან დაახევინეს. ჯარმა მთელ უბანს საარტილერიო ცეცხლი დაუშინა, რამაც არა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
 
[[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში გაზეთ ივერიის„ივერიის“ ცნობით, {{ციტატა|დიდუბე წარმოადგენს ოთხკუთხ ალაგს ანუ საბაღოსნო სკოლის ადგილიდან ვიდრე დიდუბის ეკლესიამდე და შემდეგ კოლონიამდე. ეს ულ შეიცავს სამ ვერს სიგრძეს, სიგანეს კი დიდუბის ქუჩიდან, სადაც დიტრიხის ლუდხანია, ვიდრე რკინიგზის ლიანდაგამდე ერთ ვერსს. ეს კვადრატი იყოფა სამ ქუჩად: 1) მუშტაიდის გასასვლელი, განაპირა ადგილი მტკვრის მხრივ; 2) ელისაბედისა, რომელიც შუა ჰყოფს დიდუბეს; 3) ანდრეევისა, რკინიგზის ლიანდაგის მახლობლად<ref>„ივერია“, 1903, №267</ref>.}}
[[1867]] და [[1910]] წლების ქალაქის გეგმის მიხედვით დიდუბის მთავარი გასასვლელი ქუჩა ელისაბედის სახელობისაა, რომელსაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლლების დამყარების შემდეგ ეწოდა ბრძოლის ქუჩა, ხოლო ქალაქის საბჭოს [[1958]] წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით — აკაკი წერეთლის სახელობის პროსპექტი.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდუბე“-დან