დიდუბე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
დიდუბეში [[არაგვი]]დან გამოყვანილი იყო რუ, რომელიც წყალს აწვდიდა მეფის ხოდაბუნებსა და ზვრებს. შემდგომ საუკუნეებში დიდუბე გაუკაცრიელდა.
 
[[XVII საუკუნე]]ში, [[ვახტანგ V]]-ის მეფობის დროს, დიდუბეში კვლავ გაჩნდა მოსახლეობა. ამავე პერიოდში აქ [[ავჭალა|ავჭალიდან]] რუ გამოიყვანეს. [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე]]ებში იგი ქალაქპირა სოფელი იყო და თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწვდიდა. გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის [[გიულდენშტედტი, იოჰან ანტონ|ი. ა. გიულდენშტედტის]] მიერ შედგენილ რუკაზე ([[1772]]) აღნიშნულია დიდუბის ციხე-გალავნის ნანგრევები. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა, ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან გამოყვანილი ე. წ. „ბაღის არხი“. [[1818]] წელს დიდუბის ჩრდილოეთ ნაწილში დაასახლეს გერმანელი კოლონისტები. ამ დროიდან დიდუბის ამ ნაწილს [[ალექსანდერდორფი]] ეწოდა.
 
1817-1818 წლებში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველის ფავორიტის ბარონესა კრუდნერის აქტიური მონაწილეობით და მფარველობით საქართველოში 500-ზე მეტი ვიუტებერგელი და ბადანელი ოჯახი ჩამოასახლეს. შეიქმნა გერმანელთა შვიდი ახალშენი. ნაწილი ამ მოახალშენეებისა დასახლდა თბილისის მაშინდელ განაპირა რაიონებში — კუკიაზე, დღევანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტისა და მარჯანიშვილის ქუჩის მიდამოებში, ნაწილს კი დიდუბეში დაეთმოთ სახაზინო მიწები, სადაც შეიქმნა გერმანელთა კიდევ ერთი დასახლება, რომელსაც ალექსანდრე პირველის საპატივცემულოდ [[ალექსანდერდორფი]] ეწოდა.
 
[[1872]] წელს თბილისი-[[ფოთი]]ს [[საქართველოს რკინიგზა|რკინიგზის]] გაყვანის გამო დიდუბის ტერიტორია ორად გაიყო. რკინიგზის მუშები უნებართვოდ სახლდებოდნენ რკინიგზის გადაღმა მდებარე დიდუბის მიწებზე, ამიტომ ამ ტერიტორიას [[ნაძალადევი]] (რუსულად ნახალოვკა) დაერქვა. [[1905]] წლის დეკემბრის შეიარაღებულმა აჯანყებამ დიდუბეშიც ჰპოვა გამოძახილი. [[23 დეკემბერი|23 დეკემბერს]] მეფის ჯარი დიდუბეში შეიჭრა. მუშათა შეიარაღებულმა რაზმებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს და უკან დაახევინეს. ჯარმა მთელ უბანს საარტილერიო ცეცხლი დაუშინა, რამაც არა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდუბე“-დან