დიდუბე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
 
== ისტორია ==
დიდუბის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია [[ენეოლითი]]ს დასასრულისა და ადრინდელი [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] დასაწყისის ([[ძვ. წ. IV ათასწლეული]]ს ბოლო) ნამოსახლარი, [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის კულტურის]] ადრეული ძეგლი (გაითხარა [[1930]], ხელმძღვანელი გ. ნიორაძე). ნაპოვნია ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი თიხის ჯამები, მაღალი ცილინდრულყელიანი ქოთნები, კოჭები, სამყურა ჭურჭელი, კერამიკა სადაა, მოვარდისფრო-ნაცრისფერზედაპირიანი, შემკულია მიძერწილი კოპებითა და შვერილებით. ნაპოვნია აგრეთვე ობსიდიანის ანატკეცები, ისრისპირი, დანისებრი იარაღი, ძვლის სადგისები, კვირისტავები და სხვა. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ბეშტაშენში, კიკეთში, კოდში, სამშვილდეში.
 
 
არქეოლოგიური მონაცემებით დიდუბის მიდამოებში ნამოსახლარი ჩნდება [[ენეოლითის ხანა|ენეოლითის ხანიდან]] (ძვ. წელთაღრიცხვის IV ათასწლეული). გათხრების შედეგად მოძიებული მდიდარი ინვენტარი ამტკიცებს, რომ აქ ცხოვრობდა თვითმყოფადი კულტურისა და ერთი მოდმის მობინადრე მიწათმოქმედი და მესაქონლე მოსახლეობა, რომლის მეურნეობაში, როგორც ჩანს, დიდი ადგილილ ეკავა აგრეთვე მონადირეობას და მეტევზეობას, ...დიდუბის მოსახლეობას სცოდნია აგრეთვე სუფთად დართული ძაფით ქსოვა<ref>დ. ქორიძე, „თბილისის არქეოლოგიური ძეგლები“, ნაწ. 1, 1955 წ. გვ. 75</ref>.
 
ადრეულ შუა საუკუნეებში (V ს.) ქართული წყაროების მიხედვით ამ ადგილის სახელწოდება ჩნდება „ცხენის ტერფი“<ref>თ. ბერიძე, „...და აღმოსცენდა თბილისი“, 1977, გვ. 211</ref>. ეს ტოპონიმიშემდეგში გვხვდება ვახუშტისთან: {{ციტატა|ტფილისის ჩრდილოთ არს მინდორი დიდუბისა, რომელსა პირველ ეწოდა „ცხენის ტერფი“<ref>„ქართლის ცხოვრება“ ტ. IV, 1973, გვ. 338.</ref>}}
 
რაც შეეხება დიდუბეს ეს ტოპონიმი XI-XII საუკუნეების წყაროებში გაჩნდა და ნიშნავს დიდ უბეს, ანუ ვაკეს, დაბლობ ადგილს. იგი შემდეგში, გვიან საუკუნეებამდე საკუტარისაკუთარი სახელის მნიშვნელობით აღარ გვხვდება. სიგელ-გურჯებში იხსენიება მხოლოდ დუბედ (დაბალ ადგილად)<ref>თ. ბერიძე, „...და აღმოსცენდა თბილისი“, 1977, გვ. 211-212</ref>.
 
ქართლის ცხოვრების თანახმად, დიდუბეში იყო მეფის საზაფხულო რეზიდენცია<ref>„ქართლის ცხოვრება“ ტ. II, 1959, გვ. 122.</ref>, სწორედ აქ 1188 წელს იქორწინა მეფეთა-მეფე თამარმა, დავით-სოსლან ჯადარონის ძე ბაგრატიონ ეფრემისძეზე<ref>ლოვარდ ტუხაშვილი, „ფარაონთა და ხალიფთა ტახტების მფლობელნი“, 1992, გვ. 68</ref>. [[XII საუკუნე]]ში დიდუბე სამეფო დომენი იყო. აქ იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია.
Line 21 ⟶ 24:
[[1872]] წელს თბილისი-[[ფოთი]]ს [[საქართველოს რკინიგზა|რკინიგზის]] გაყვანის გამო დიდუბის ტერიტორია ორად გაიყო. რკინიგზის მუშები უნებართვოდ სახლდებოდნენ რკინიგზის გადაღმა მდებარე დიდუბის მიწებზე, ამიტომ ამ ტერიტორიას [[ნაძალადევი]] (რუსულად ნახალოვკა) დაერქვა. [[1905]] წლის დეკემბრის შეიარაღებულმა აჯანყებამ დიდუბეშიც ჰპოვა გამოძახილი. [[23 დეკემბერი|23 დეკემბერს]] მეფის ჯარი დიდუბეში შეიჭრა. მუშათა შეიარაღებულმა რაზმებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს და უკან დაახევინეს. ჯარმა მთელ უბანს საარტილერიო ცეცხლი დაუშინა, რამაც არა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
 
XX საუკუნის დასაწყისში გაზეთ ივერიის ცნობით, {{ციტატა|დიდუბე წარმოადგენს ოთხკუთხ ალაგს ანუ საბაღოსნო სკოლის ადგილიდან ვიდრე დიდუბის ეკლესიამდე და შემდეგ კოლონიამდე. ეს ულ შეიცავს სამ ვერს სიგრძეს, სიგანეს კი დიდუბის ქუჩიდან, სადაც დიტრიხის ლუდხანია, ვიდრე რკინიგზის ლიანდაგამდე ერთ ვერსს. ეს კვადრატი იყოფა სამ ქუჩად: 1) მუშტაიდის გასასვლელი, განაპირა ადგილი მტკვრის მხრივ; 2) ელისაბედისა, რომელიც შუა ჰყოფს დიდუბეს; 3) ანდრეევისა, რკინიგზის ლიანდაგის მახლობლად<ref>„ივერია“, 1903, №267</ref>.}}
დიდუბის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია [[ენეოლითი]]ს დასასრულისა და ადრინდელი [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] დასაწყისის ([[ძვ. წ. IV ათასწლეული]]ს ბოლო) ნამოსახლარი, [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის კულტურის]] ადრეული ძეგლი (გაითხარა [[1930]], ხელმძღვანელი გ. ნიორაძე). ნაპოვნია ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი თიხის ჯამები, მაღალი ცილინდრულყელიანი ქოთნები, კოჭები, სამყურა ჭურჭელი, კერამიკა სადაა, მოვარდისფრო-ნაცრისფერზედაპირიანი, შემკულია მიძერწილი კოპებითა და შვერილებით. ნაპოვნია აგრეთვე ობსიდიანის ანატკეცები, ისრისპირი, დანისებრი იარაღი, ძვლის სადგისები, კვირისტავები და სხვა. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ბეშტაშენში, კიკეთში, კოდში, სამშვილდეში.
[[1867]] და [[1910]] წლების ქალაქის გეგმის მიხედვით დიდუბის მთავარი გასასვლელი ქუჩა ელისაბედის სახელობისაა, რომელსაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლლების დამყარების შემდეგ ეწოდა ბრძოლის ქუჩა, ხოლო ქალაქის საბჭოს [[1958]] წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით — აკაკი წერეთლის სახელობის პროსპექტი.
 
დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში გამოჩენილ [[პანთეონი (დიდუბე)|ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონია]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდუბე“-დან