დიდუბე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
 
== ისტორია ==
არქეოლოგიური მონაცემებით დიდუბის მიდამოებში ნამოსახლარი ჩნდება [[ენეოლითის ხანა|ენეოლითის ხანიდან]] (ძვ. წელთაღრიცხვის IV ათასწლეული). გათხრების შედეგად მოძიებული მდიდარი ინვენტარი ამტკიცებს, რომ აქ ცხოვრობდა თვითმყოფადი კულტურისა და ერთი მოდმის მობინადრე მიწათმოქმედი და მესაქონლე მოსახლეობა, რომლის მეურნეობაში, როგორც ჩანს, დიდი ადგილილ ეკავა აგრეთვე მონადირეობას და მეტევზეობას, ...დიდუბის მოსახლეობას სცოდნია აგრეთვე სუფთად დართული ძაფით ქსოვა<ref>დ. ქორიძე, „თბილისის არქეოლოგიური ძეგლები“, ნაწ. 1, 1955 წ. გვ. 75</ref>.
 
დიდუბე თბილისის განაპირა ადგილის სახელად პირველად [[XII საუკუნე]]ში გვხვდება, როცა მემატიანე მეფე [[თამარ მეფე|თამარი]]სა და [[დავით სოსლანი]]ს ქორწინებისა და [[შამქორის ბრძოლა 1195 |შამქორის ბრძოლის]] ([[1195]]) შემდეგ აქ გამართულ სახალხო ზეიმს აგვიწერს. [[XII საუკუნე]]ში დიდუბე სამეფო დომენი იყო. აქ იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია. დიდუბეში [[არაგვი]]დან გამოყვანილი იყო რუ, რომელიც წყალს აწვდიდა მეფის ხოდაბუნებსა და ზვრებს. შემდგომ საუკუნეებში დიდუბე გაუკაცრიელდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდუბე“-დან