ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
 
=== გოდრიკ გრიფინდორი ===
'''გოდრიკ გრიფინდორი''' — ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. ცხოვრობდა დაახლ. 1000 წლის წინათ. მის საპატივსაცემულოდ ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს “გრიფინდორი” ეწოდა. მის სახელს ატარებს ასევე სოფელი "გოდრიკ ჰოლოუ", სადაც ის დაიბადა. გრიფინდორის სიმბოლო იყო ოქროსფერი ლომი წითელ ფონზე. გოდრიკ გრიფინდორი ხალხში ყველაზე მეტად აფასებდა სიმამაცესა და თავდადებას; სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის თავის მოსწავლეებს. ჰოგვორტსის სხვა დამაარსებლებსაც თავისი ხედვა ჰქონდათ და სტუდენტებს თავისი გემოვნების მიხედვით ირჩევდნენ. დაისვა კითხვა, თუ ვინ გაანაწილებდა სტუდენტებს გოდრიკ გრიფინდორის, სალაზარ სლიზერინის, როვენა რეივენქლოს და ჰელგა ჰაფლეპაფის სიკვდილის შემდეგ. ეს პრობლემა გრიფინდორმა გადაწყვიტა. მან მოაჯადოვა თავისი ძველი ქუდი ისე, რომ ის ჰოგვორტსის დამაარსებლებივით საზღვრავდა თუ რომელ კლუბში უნდა გაემწესებინა მოსწავლე. ჰარი პოტერის მეორე წიგნში ბასილისკოსთან ბრძოლაში ჰარის სწორედ გრიფინდორის ხმალი და ძველი ქუდი გამოადგება. ის ხმალს ქუდიდან ამოიღებს, რაც დამბლდორის სიტყვით იმას ნიშნავდა, რომ ჰარი ნამდვილი გრიფინდორელი იყო.
 
==ფაკულტეტები==
[[ფაილი:Blason Gryffondor.svg|thumb|right|90px|გრიფინდორის გერბი]]
 
გრიფინდორი [[გოდრიკ გრიფინდორი|გოდრიკ გრიფინდორმა]] დააარსა. იგი ირჩევდა მამაც, დიდსულოვან და კეთილშობილ მოსწავლეებს, ამიტომაც ეს კლუბი სიმამაცესთან და გამბედაობასთან ასოცირდება. კლუბის სიმბოლოა [[ლომი]], ფერები-წითელი და ოქროსფერი. გრიფინდორის მოჩვენებაა [[ჰოგვორტსის პერსონალი|სერ ნიკოლას დე მიმსი-პორპინგტონი]], ანუ თითქმის უთავო ნიკი. კლუბის საერთო ოთახის შესასვლელი არის მეშვიდე სართულზე, ფუშფუშა ქალბატონის პორტრეტის უკან.
 
===რეივენქლო===
რეივენქლოს კლუბი დააარსა [[როენა რეივენქლომ]]. იგი აფასებდა ჭკუას, გონებამახვილობას და სიბრზნეს. კლუბის სიმბოლოა [[არწივი]], ფერები კი – ლურჯი და ბრინჯაოსფერი. თუმცა ფილმებში კლუბის ფერებია ლურჯი და ვერცხლისფერი, სიმბოლო კი – ყორანი. კლუბის საერთო ოთახი კი ლურჯი და ოქროსფერია. რეივენქლოს საერთო ოთახი ყველაზე მაღალ კოშკშია. შესასვლელად, პაროლის ნაცვლად უნდა უპასუხო არწივის შეკითხვებს, მაგალითად: “სად მიდის დაკარგული საგნები?” ან “რომელი გაჩნდა პირველი: კვერცხი თუ ქათამი? (ინგლისურად ფენიქსი თუ ცეცხლია)”. რეივენქლოს მოჩვენებაა ჰელენა რეივენქლო, ცნობილი როგორც რუხი ქალბატონი.
===ჰაფლეპაფი===
ჰაფლეპაფი დააარსა [[ჰელგა ჰაფლეპაფმა]]. იგი აფასებდა ერთგულებას, სამართლიანობას, პატიოსნებას, შემწყნარებლობას. კლუბის სიმბოლოა [[მაჩვი]], ფერები კი – ყვითელი და შავი. კლუბის საერთო ოთახი სამზარეულოს ახლოსაა. ჰაფლეპაფის მოჩვენებაა მსუქანი ბერი.