მიკლოშ ჰორტი: განსხვავება გადახედვებს შორის

(მომხმარებელმა Fiqriasidamonize გვერდი „მიკლოშ ხორტი“ გადაიტანა გვერდზე „მიკლოშ ჰორტი“)
[[ფაილი:Horthy de Nagybánya.jpg|180px|მინიატიურა|მარცხნივ|საფოსტო მარკა 1938 წ.]]
ჩამომავლობით მიეკუთვნება [[კალვინიზმი]]ს მიმდევარ უძველეს არისტოკრატიულ გვარს. ახალგაზრდობაში ბევრს მოგზაურობდა, რადგან დაკავებული იყო დიპლომატიური სამსახურით. ის იმყოფებოდა [[ავსტრია-უნგრეთი]]ს დიპლომატიურ სამსახურში თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. 1908 - 1914 წ.წ. ის გახლდათ იმპერატორ [[ფრანც იოზეფ I]]-ის [[ადიუტანტი]], [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს - [[კაპიტანი]], შემდეგ [[ავსტრია-უნგრეთის სამხედრო საზღვაო ფლოტი]]ს [[ადმირალი]]. მან მოიგო რიგი ბრძოლებისა, რის გამოც 1918 წელს დანიშნულ იქნა ფლოტის მთავრსარდლად. ის ამ თანამდებობას იკავებდა იმპერატორ [[კარლ I (ავსტრია)|კარლ I]]-ის 1918 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებამდე ახალი ფლოტის შექმნის შესახებ.
 
ხელმძღვანელობდა 1919 წლის რევოლუციის წინააღმდეგობას ([[უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკა]]) ქვეყნის სამხრეთში. [[ბუდაპეშტი]]დან [[რუმინეთი|რუმინული]] ჯარების [[ევაკუაცია|ევაკუაციის]] შემდეგ, ჰორტი თეთრ ცხენზე ამხედრებული შევიდა ქალაქში და განაცხადა, რომ პატიობს ცოდვილ დედაქალაქს, შეგინებულ სამშობლოს. ეროვნული არმია ჰორტის ხელმძღვანელობით, რომელიც წარმოადგენდა მთელ რიგ ნახევრად დამოუკიდებელ შეიარაღებულ ფორმირებებს პასუხისმგებლობა დააკისრეს [[კომუნისტები]]ს, სხვა [[მემარცხენეები]]სა და [[ებრაელები]]ს წინააღმდეგ განხორციელებული ე.წ. „თეთრი ტერორის“ გამო. [[1920]] წელს [[ანტანტა]]მ გამოიყვანა ჯარები [[უნგრეთი]]დან თუმცა იმავე წელს [[ტრიანონის საზავო ხელშეკრულება|ტრიანონის საზავო ხელშეკრულებით]] ჩამოაჭრა ტერიტორიების 2/3 (რომელზეც [[სლოვაკები|სლოვაკებთან]] და [[რუმინელები|რუმინელებთან]] ერთად 3 მლნ. ეთნიკური [[უნგრელი]] ცხოვრობდა) და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი.