ვუკოლ ბერიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/გასწორდა კატეგორია
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ბერიძე}}
'''ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე''' (დ. [[15 თებერვალი]], [[1883]], დ. [[ხონი]] გ. [[11 მაისი]], [[1963]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1948), პროფესორი (1932).
 
==ბიოგრაფია==
1912 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. 1922-1932 წლებში კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კურსს ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში, 1932 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1912 წელს შეადგინა "სიტყვის-კონა იმერულ და რაჭულ თქმათა", რომელიც გამოირჩევა სანიმუშო განმარტებით, მდიდარი და კარგად შერჩეული საილუსტრაციო მასალით. ბერიძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენაში. ამ საქმეს იგი თითქმის სამი ათეული წელი მოთავეობდა. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა შემდეგი ტერმინოლოგიური ლექსიკონები: სამშენებლო (1926), ფიზიკისა და ელექტროტექნიკის (1928), ენისა და ლიტერატურის (1928), ნორმალური ანატომიის (1930), ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული საქმის (1932), ტექნიკური (1936), მემცენარეობის (1938), ენტომოლოგიის (1938), საავიაციო (1945), სამედიცინო (1947), ნიადაგმცოდნეობისა (1950) და სხვა.
 
ბერიძეს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი [[რუსთველოლოგია|რუსთველოლოგიაში]], ქართული ენისა და ლიტერატურის სხვადასხვა საკითხებზე. მათგან აღსანიშნავია: "ვეფხისტყაოსნის ხალხურობისათვის", რომელშიც ავტორი იკვლევს რუსთაველის პოემის ეროვნულ ძირებს, მის კავშირს ქართულ ფოლკლორთან; "შოთას პოეტიკისათვის" და "რუსთაველის შაირისათვის", რომელიც ეხება რუსთაველის შეხედულებას პოეზიაზე და მისი ლექსთწყობის თავისებურებებს.
 
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
 
==ლიტერატურა==
*''მეგრელიძე ი.,'' რუსთველოლოგები, თბ., 1970;
*''ცაიშვილი ს., ღამბაშიძე რ.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 322-323, თბ., 1977
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
{{DEFAULTSORT:ბერიძე, ვუკოლ}}
 
{{DEFAULTSORT:ბერიძე, ვუკოლ}}
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
[[კატეგორია:საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები]]
[[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვუკოლ_ბერიძე“-დან