ვიკიპედია:ბლოკირება: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
 
ხაზი 40:
მიზანშეწონილი არ არის მომხმარებელთა დაბლოკვა ისეთ სიტუაციებში, როდესაც უკვე მიღებულ იქნა სხვა ტიპის ზომა (მაგალითად, გაფრთხილება), თუ მომხმარებელმა ცხადჰყო, რომ არ აპირებს ანალოგიური საზიანო მოქმედებების განხორციელებას, ან თუ ამ მოქმედებების განხორციელებიდან დიდი ხანი გავიდა.
 
თუ ადმინისტრატორი კონფლიქტურ სიტუაციაშია მომხმარებელთან ან წარმოადგენს მუქარის, შეურაწყობისა და სხვა საზიანო მოქმედების ადრესატს, მან თავი უნდა შეიკავოს ბლოკირებისგან და მიმართოს სხვა ადმინისტრატორებს. გამონაკლისს წარმოადგენს სიტუაციები, როდესაც მომხამრებლის დესტრუქტიულიდესტრუქციული ქმედება აშკარა და უდავოა (ვანდალიზმის, [[ვიკიპედია:თანამედროვე პიროვნებების ბიოგრაფიები|თანამედროვეთა ბიოგრაფიების]] წესების დარღვევის და სხვა მოქმედებების დროს), ასევე სიტუაციები, როდესაც მონაწილე სისტემატიურად ახდენს კონფლიქტების პროვოცირებას სხვადასხვა ადმინისტრატორებთან.
 
რეკომენდირებული არ არის მომხმარებლების დაბლოკვა მათივე თხოვნით, თუკი არ არსებობს ობიექტური მიზეზები, რომლებიც ჩამოთვლილია სექციაში „[[#საფუძვლები ბლოკირებისთვის|საფუძვლები ბლოკირებისთვის]]“, აგრეთვე თვითბლოკირება. დაუშვებელია თვითბლოკირება პარამეტრით „ავტომატურად დაბლოკეთ მომხმარებლის მიერ გამოყენებული IP-მისამართები“, თუკი ეს IP-მისამართი შეიძლება გამოიყენებოდეს სხვა მომხმარებლების მიერ.