ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება**|არქიტექტორს|ამავე სახელის მსახიობის|ალექსი-მესხიშვილი, ვლადიმერ (ლადო)}}
'''ვლადიმერ შალვას ძე ალექსი-მესხიშვილი''' (დ. 15 სექტემბერი/[[28 სექტემბერი]], [[1915]], [[თბილისი]] გ. [[21 ივნისი]], [[1978]], იქვე), [[ქართველები|ქართველი]] არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).
==ბიოგრაფია==
1939 წელს დაამთავრა [[საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი]]. 1955 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია სისადავე, თანამედროვე ეროვნული ფორმების ძიება. ძირითადი ნამუშევრებია: სანატორიუმი "იმერეთი" წყალტუბოში (არქიტექტორ ლ. ჯანელიძესთან ერთად, 1948-1957), სააგარაკო სახლები წყნეთში (1956-1962), სპორტის სასახლე თბილისში (არქიტექტორ ი. კასრაძესთან და ინჟინერ დ. ქაჯაიასთან ერთად, 1961), რესტორანი "იორი" თბილისის ზღვაზე (1962), დასასვენებელი სახლი ბიჭვინთაში (1962), გარაჟი თბილისში (1970), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (არქიტექტორ გ. გაბაშვილთან ერთად) და მეტროპოლიტენის ქვედა სადგური "ლენინის მოედანი" (ახლანდელი „ [[თავისუფლების მოედანი (მეტროსადგური)|თავისუფლების მოედანი]] “) (ორივე თბილისში - 1967; რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1969), თბილისის ჭადრაკისა და ალპური კლუბის შენობა (არქიტექტორი გ. ღუდუშაურთან ერთად; [[საქართველოს კომკავშირის პრემია]]; 1974). დაჯილდოებულია [[საპატიო ნიშანი|"საპატიო ნიშნის"]] ორდენით.