პეტრე I დიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

(→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|ca}}, {{Link GA|es}}, {{Link GA|ja}} using AWB)
 
== ბავშვობა და სიყმაწვილე ==
პეტრე დაიბადა [[1672]] წელს [[მოსკოვი|მოსკოვში]], [[მოსკოვის კრემლი|კრემლში]]. იგი რუსეთის მეფის [[ალექსეი I (რუსეთი)|ალექსეი I]]-ს მე-12 შვილი იყო. დედამისი [[ნატალია ნარიშკინა]] ალექსეის მეორე ცოლი იყო. მამისა და უფროსი ძმის, ცარ [[თედორე III (რუსეთი)|თედორე III]]-ის სიკვდილის შემდეგ პატარა პეტრე ძალაუფლებისთვის მებრძოლ ბოიართა ორი დაჯგუფების ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. ერთი მხრივ [[მილოსლავსკი|მილოსლავსკები]] - ცარ ალექსეის პირველი ცოლის სანათესაო და მეორე მხრივ [[ნარიშკინი|ნარიშკინები]] - პეტრეს დედის ნატალიას გვარეულობა სამეფო ტახტზე თავიანთი კანდიდატის დასმისათვის იბრძოდნენ. sa
 
[[1682]] წელს ცარ ფედორის დასაფლავების შემდგომ [[ბოიარი|ბოიარების]] [[დუმა|დუმამ]] პატრიარქ იოაკიმის დასტურით პეტრე ცარად გამოაცხადა. თუმცა მალე მოსკოვში მილოსლავსკებისა და პეტრე უფროსი დის ცარევნა [[რომანოვა, ალექსის ასული|სოფიას]] მიერ პროვოცირებული [[სტრელეცი|სტრელეცების]] ბუნტი დაიწყო, რომელსაც ნარიშკინების საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი ემსხვერპლა. საბოლოოდ ორივე ძმა, პეტრე და [[ივანე V (რუსეთი)|ივანი]] ერთდროულად იქნენ ტახტზე დასმული. ივანი მართალია "უფროს" ცარად ითვლებოდა, მაგრამ სინამდვილეში მთელი ძალაუფლება ხელში აიღო მისმა ნახევარდამ, სოფიამ, რომელმაც თავი რეგენტად გამოაცხადა და სამეფო საქმეებს სრულიად ჩამოაშორა ნატალია ნარიშკინა. სოფიას მმართველობის დროს პეტრე დედასთან ერთად მოსკოვის მიმდებარე სოფლებში - კოლომენსკოესა და პრეობრაჟენსკოეში ცხოვრობდა.
ანონიმური მომხმარებელი