აზოვის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37:
ამჟამინდელი სახელი პოპულარული წარმოდგენით მომდინარეობს პოლოვციელი პრინცი აზუმისგან, რომელიც ამ რეგიონში მდებარე ქალაქის თავდაცვის დროს იქნა მოკლული 1067 წელს. მკვლევართა აზრით ზღვის სახელი დაკავშირებულია ქალაქ აზოვთან, ან აზაკთან, რაც თურქულად „დაბალს“ ნიშნავს, მისი მდებარეობის მითითებით.
 
ზღვა 340 კმ-ია სიგრძეში, 135 კმ — სიგანეში და 37 555 კმ² ფართობი უჭირავს. ზღვაში ჩამდინარე მთავარი მდინარეებია [[დონი (მდინარე)|დონი]] და [[კუბანი]], რაც განაპირობებს ზღვის შედარებით დაბალ მარილიანობას, ზოგიერთ ნაწილებში კი სრულ სიმტკნარეს. ეს მდინარეები ასევე დიდი რაოდენობით სილას ლექავენ აზოვში.
 
აზოვის ზღვის სიღრმე ყველაზე მცირეა მსოფლიოში და საშუალოდ 13 მეტრს შეადგენს. ფაქტობრივად, სილის დანალექის დაგროვების ჟამს მისი საშუალო სიღრმე 1 მეტრსაც არ აღემატება, განსაკუთრებით ტაგანროგის ყურესთან. მთავარი დინება საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებისაა, ხოლო ტალღები კი დროდადრო 5 მეტრს აღწევს. ზამთარში ზღვის დიდი ნაწილი ყინულითაა დაფარული.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აზოვის_ზღვა“-დან