პაპუნა ორბელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
}}
 
'''პაპუნა ორბელიანი''', XVIII საუკუნის [[ქართველები|ქართველი]] ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე, სამეფო კართან დაახლოებული პირი. მას ეკუთვნის ისტორიული თხზულება "ამბავი ქართლისანი", რომელიც ეხება 1739-1758 [[საქართველო]]ს [[ისტორია]]ს და წარმოადგენს [[ჩხეიძე, სეხნია|სეხნია ჩხეიძის]] ნაშრომის გაგრძელებას.
 
ორბელიანი კარგად იცნობდა საქართველოს და მეზობელი ქვეყნების ცხოვრებას. იგი მეფის უფლებებსა და პოზიციებს იცავდა, ერთიანი და ძლიერი საქართველო მისი პოლიტიკური იდეალი იყო. ორბელიანის ნაშრომში მოიპოვება ცნობები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მოსახლეობის მიგრაციაზე, სავაჭრო გზებისა და სხვების შესახებ. მას კარგად აქვს შენიშნული ოსმალური მიწათმფლობელობის წესის შეუსაბამობა ქართულ სოციალურ ცხოვრებასთან. ორბელიანი ცდილობდა აეხსნა ისტორიულ მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მას კარგად ესმოდა ისტორიის მნიშვნელობა მომავალი თაობის აღზრდაში.