ოსკარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 52:
=== ტელეგადაცემა ===
[[File:31st Acad Awards.jpg|thumb|300px|ოსკარის 31-ე დაჯილდოება, Pantages Theatre, [[ჰოლივუდი]], 1959 წ.]]
კინოაკადემიის პრიზებით დაჯილდოების ცერემონია, ნომინაციების დასახელებიდან ექვსი კვირის შემდეგ, როგორც წესი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გადაიცემა პირდაპირი ეთერით. ეს არის მთელი მსოფლიოს მაშტაბით წინა წლის ნოემბერ-დეკემბერში სხვადასხვა ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში ჩატარებული კინო დაჯილდოებების სეზონის კულმინაცია. ზეიმი დახვეწილი და თითქმის ფეერიულია. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოდის დიზაინერების კოსტუმებში გამოწყობილი მოწვეული სტუმრები საზეიმო დარბაზში წითელი ხალიჩის გავლით შედიან. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებს უმეტესად ე.წ. „შავი ჰალსტუხის“ კოსტუმი აცვიათ, დრეს-კოდი მკაცრად განსაზღვრული მაინც არ არის. განსაკუთრებით ამ ტრადიციას არ იცავენ დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვეული მუსიკოსები არ იცავენ.
 
„ოსკარების საღამო“ ამ ფორმატის ერთადერთი შოუა, რომელიც [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]]-ს მთელ ტერიტორიაზე ([[ჰავაის შტატი]]ს გარდა) პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მისი პირდაპირი ტრანსლირება ხდება ასევე [[კანადა]]ში, [[ევროკავშირი]]ს და დანრჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. 2007 წელს „ოსკარების ცერემონია“ შეერთებულ შტატებში 40 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.[[File:81st Academy Awards Ceremony.JPG|thumb|300px|[[ოსკარის 81-ე დაჯილდოება]] Dolby Theatre, [[ჰოლივუდი]], 2009 წ.]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსკარი“-დან