მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა ორთოგრაფია
No edit summary
ხაზი 1:
'''მწიგნობართუხუცესი–ჭყონდიდელიმწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი''' — პირველი [[ვეზირი]] ფეოდალურ საქართველოში. [[საქართველო]]ს სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების მიზნით [[1103]]-[[1104]] წლებში [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] გაააერთიანა [[მწიგნობართუხუცესი]]სა და [[ჭყონდიდელი]]ს თანამდებობა. მწიგნობართუხუცესობა არსებითად განსხვავდებოდა ყველა სხვა სადარბაზისკარო თანამდებობებისაგან (ყველა სხვა „ჴელი“ მიწისმფლობელობასთან იყო დაკავშირებული). მწიგნობართუხუცესი მონაზონი იყო და არ იჩენდა თანამდებობის სამემკვიდრეოდ გადაქცევის მიდრეკილებას. იგი მთლიანად მეფის ცენტრალურ ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული და ამიტომ თავგამოდებით უჭერდა მხარს მის გაძლიერებას. ამ „ჴელს“ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა გადამწყვეტ ბრძოლაში დიდგვარიან აზნაურებსა და მეფის ხელისუფლებას შორის. სამეფო კარი დაინტერესებული იყო, რომ მისი ერთგული მოხელე „ვაზირთა ყოველთა უპირველესიი“ გამხდარიყო.
 
[[რუის-ურბნისის საეკლესიო კრება|რუის-ურბნისის 1103 საეკლესიო კრებაზე]] გატარებული ღონისძიენენის შემდეგ საჭირო იყო გადამჭრელი ზომების მიღება იმისათვის, რომ ეკლესია საბოლოოდ დამორჩილებოდა მეფის ხელისუფლებას. ამ მიზნის მისაღწევად გამოინახა გზა, რომელიც ითვალისწინებდა ყველაზე უფრო გავლენიანი საეკლესიო პირის სახელმწიფო მმართველობაში მოყვანას, ან კიდევ რომელიმე უხუცესისათვის დიდი საეკლესიო თანამდებობის მინდობას. დავით აღმაშენებელმა არჩევანი მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობის გაერთიანებაზე შეაჩერა. საქართველოს მეფის ამ ნაბიჯს მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მეფის ერთგული მოხელე მწიგნობართუხუცესი ამავე დროს საეკლესიო სფეროში გავლენიანი თანამდებობის — ჭყონდიდელობის მფლობელიც გახდა.