მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გასწორდა ორთოგრაფია
ხაზი 1:
'''მწიგნობართუხუცესი–ჭყონდიდელი''' — პირველი [[ვეზირი]] ფეოდალურ საქართველოში. [[საქართველო]]ს სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების მიზნით [[1103]]-[[1104]] წლებში [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] გაააერთიანა [[მწიგნობართუხუცესი]]სა და [[ჭყონდიდელი]]ს თანამდებობა. მწიგნობართუხუცესობა არსებითად განსხვავდებოდა ყველა სხვა სადარბაზისკარო თანამდებობებისაგან (ყველა სხვა „ჴელი“ მიწისმფლობელობასთან იყო დაკავშირებული). მწიგნობართუხუცესი მონაზონი იყო და არ იჩენდა თანამდებობის სამემკვიდრეოდ გადაქცევის მიდრეკილებას. იგი მთლიანად მეფის ცენტრალურ ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული და ამიტომ თავგამოდებით უჭერდა მხარს მის გაძლიერებას. ამ „ჴელს“ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა გადამწყვეტ ბრძოლაში დიდგვარიან აზნაურებსა და მეფის ხელისუფლებას შორის. სამეფო კარი დაინტერესებული იყო, რომ მისი ერთგული მოხელე „ვაზირთა ყოველთა უპირველესიი“ გამხდარიყო.
 
[[რუის-ურბნისის საეკლესიო კრება|რუის-ურბნისის 1103 საეკლესიო კრებაზე]] გატარებული ღონისძიენენის შემდეგ საჭირო იყო გადამჭრელი ზომების მიღება იმისათვის, რომ ეკლესია საბოლოოდ დამორჩილებოდა მეფის ხელისუფლებას. ამ მიზნის მისაღწევად გამოინახა გზა, რომელიც ითვალისწინებდა ყველაზე უფრო გავლენიანი საეკლესიო პირის სახელმწიფო მმართველობაში მოყვანას, ან კიდევ რომელიმე უXუცეცესისათვისუხუცესისათვის დიდი საეკლესიო თანამდებობის მინდობას. დავით აღმაშენებელმა არჩევანი მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობის გაერთიანებაზე შეაჩერა. საქართველოს მეფის ამ ნაბიჯს მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მეფის ერთგული მოხელე მწიგნობართუხუცესი ამავე დროს საეკლესიო სფეროში გავლენიანი თანამდებობის — ჭყონდიდელობის მფლობელიც გახდა.
 
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ერთსა და იმავე დროს მეფის მოხელეც იყო და დიდი საეკლესიო თანამდებობის პირიც. საქართველოს მეფეს მის მიერ შექმნილი ახალი „ჴელის“ მეოხებით შეეძლო ფართოდ ჩარეულიყო საეკლესიო საქმეებში. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ტიტულის პირველი მატარებელი იყო [[გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი|გიორგი ბერი]] — რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ყველაზე აქტიური მონაწილე. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი სამეფო კართან დაახლოებული პირი იყო. „ჴელმწიფის კარის გარიგება“ გვამცნობს, რომ იგი „ვითა მამა არს მეფისა, აგრე ყველა საურავი უიმისოდ არ იქნების“. [[ჟამთააღმწერელი|ჟამთააღმწერლის]] დამოწმებით კი „სამეფოსა და სახლი განგებაც“ მისი მოვალეობაა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი „სააჯო კარსაც“ ედგა სათავეში და სახელმწიფოში მართლმსაჯულებას განაგებდა.