ჯუზეპე მაძინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
- "Giuseppe_Mazzini_bust_in_Cremona.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Jameslwoodward-ს მიერ. მიზეზი: Per [[:c:Commons:Deletion requests/
ხაზი 6:
მაძინიმ გენუის უნივერსიტეტში მიიღო იურიდიული განათლება. [[1831]] წელს მაძინიმ [[მარსელი|მარსელში]] დააარსა ფარული პატრიოტული ორგანიზაცია "ახალგაზრდა იტალია", რომლის პოლიტიკური პროგრამა ითვალისწინებდა იტალიის გათავისუფლებას ავსტრიელთა ბატონობისაგან, იტალიის ერთიანი სუვერენული სახელმწიფოს შექმნას. ამ მიზნის მისაღწევად, მაძინის აზრით, საჭირო იყო საერთო იტალიური რევოლუცია, რომელშიც მოსახლეობის ყველა ფენა მიიღებდა მონაწილეობას. 1830-40–იან წლებში [[იტალია]]ში გაფართოვდა მაძინისტური ფარული ორგანიზაციების ქსელი.
 
 
[[File:Giuseppe_Mazzini_bust_in_Cremona.jpg|thumb|right|200px|Bronze bust of ჯუზეპე მაძინი at ''Public Gardens [[იოანე პავლე II]]'', in [[Cremona]], [[იტალია]].]]
 
ჯუზეპე მაძინიმ აქტიური მონაწილეობა მიიღო [[იტალიის რევოლუცია (1848-49)|იტალიის 1848-49 წლების რევოლუციაში]]. [[მილანი|მილანში]] მან დააარსა გაზეთი "ხალხის იტალია", ხოლო მილანის რევოლუციის დამარცხების შემდეგ იგი, როგორც რიგითი მებრძოლი, [[ჯუზეპე გარიბალდი|გარიბალდის]] რაზმში იბრძოდა. [[1849]] წელს მაძინი სათავეში ჩაუდგა რომის რესპუბლიკის ტრიუმვირატს. ამ მთავრობამ მხოლოდ ხუთ თვეს გასტანა. [[ფრანგები]]ს მიერ რომის რესპუბლიკის დამხობის შემდეგ მაძინი ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ სამშობლოს გათავისუფლებისა და გაერთიანებისათვის თავდადებული მებრძოლი ჯუზეპე მაძინი იმედს არ კარგავდა. [[1859]] წელს, ავსტრიის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, იგი იტალიელ ხალხს მოუწოდებდა გაეშალათ სახალხო მოძრაობა სამშობლოს გასაერთიანებლად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯუზეპე_მაძინი“-დან