კარლსკრონა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 52 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q25789
clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი
ხაზი 48:
ქალაქი [[1680]] წელს დაარსდა, როდესაც შვედეთის სამეფო ფლოტმა მატერიკიდან კუნძულზე გადაინაცვლა, რომელიც მანამდე მიწათმოქმედებისა და საძოვრებისათვის გამოიყენებოდა. ამ დროისათვის, შვედეთი ბალტიის ზღვის რეგიონში მთავარ სამხედრო ძალას წარმოადგენდა. კუნძულს მეტად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა ეკავა, რადგან [[გერმანია|გერმანიისა]] და ბალტიის პროვინციების სანაპიროებიდან სულ ოდნავ იყო დაშორებული. ქალაქს სახელი შვედეთის მეფე [[კარლ XI (შვედეთი)|კარლ XI]]-ის პატივსაცემად ეწოდა და „კარლის გვირგვინს“ ნიშნავს.
 
ქალაქი სწრაფად გაიზარდა და [[1750]] წლისთვის მისი [[მოსახლეობა]] 10 000 ადამიანს შეადგენდა. იმ დროისთვის ის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო. ამ დროის ბაროკოს სტილის შენობების უმრავლესობა დღესაც შემორჩენილია, რის გამოც ქალაქის ცენტრი არქიტეექტურულად ერთაგვაროვანია. კარლსკრონაში სამი მნიშვნელოვანი ეკლესიაა, რომელთაგან პირველია ''ფრედრიკსკირკანი''. ის დააპროექტა [[ნიკოდემუს ტესინი|ნიკოდემუს ტესინმა]], რომელიც ევროპული არქიტექტურის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ეკლესიას საფუძველი [[1720]] წელს ჩაეყარა და [[1744]] წელს იკურთხა. ის სხვა ჩვეული შვედური ეკლესიებისგან გამოირჩევა ყვითელი ფერით და მორთულობით.
 
მეორე, წმინდა სამების ეკლესია, რომელსაც ასევე გერმანულ ეკლესიას უწოდებენ, [[1697]]–[[1709]] წლებში აშენდა. მის გუმბათსა და გადახურვაში იტალიური არქიტექტურის გავლენა იგრძნობა.
 
მესამე კლესია - კარლსაკრუნის საადმირალო ეკლესია [[1685]] წელს აშენდა წითლად მოხატული ხით.
 
ქალაქის დაარსებასთან ერთად, დაფუძნდა მისი გემთსაშენიც. ეს აუცილებლობას წარმოადგენდა [[1689]] წელს შვედეთის ფლოტის მიერ განცდილი დიდი დანაკარგების გამო. [[1711]] წლისთვის, გემთსაშენი შვედეთის უდიდესი სამრეწველო დამსაქმებელი იყო, სადაც 1 100 მუშა მუშაობდა.
 
კარლსკრონამ ქუჩების ისეთივე სტრუქტურა შემოინახა, როგორიც მას დაარსებისას ჰქონდა.
 
[[1998]] წელს, კარლსაკრუნის საზღვაო მოწყობილებები [[იუნესკო]]მ [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] სიაში შეიტანა.
ხაზი 64:
 
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.karlskrona.se/ მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდისაიტი]
*[http://www.jarekmrzyglod.com/index.php/2008/01/14/karlskrona/ Photos from Karlskrona]
*[http://runeberg.org/nfbm/0568.html ''article Karlskrona'']
ხაზი 70:
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
 
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|871}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლსკრონა“-დან