უეფა-ს ევროპა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი
(clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი)
უეფა-ს თასმა უფრო ადრე დაარსებული [[საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი]]ს ადგილი დაიკავა. საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი [[1955]] წელს დაარსდა შვეიცარიელი [[ერნსტ ტომენი]]ს, იტალიელი [[ოტორინო ბარაზი]]სა და ინგლისელი სერ [[სტენლი როუზი]]ს იდეით. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის იმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა და [[ფეხბურთი]]ს პოპულარიზაციასთან ერთად ბაზრობაზე ხალხის მიზიდვასა და ფინანსურ მოგებას ისახავდა მიზნად.<ref>ჟურნალი ”ფეხბურთი”. #19(325), 2005 წელი. გვ.14;</ref> 1960-იანი წლების ბოლოსათვის ბაზრობათა თასი ძალიან პოპულარული გახდა და საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. ეს მისი [[უეფა]]-მ ითავა და 1971-1972 წლებში პირველად გაიმართა ტურნირი „უეფა-ს თასის“ სახელით. გათამაშების პირველი გამარჯვებული ინგლისური „[[ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი)|ტოტენჰემ ჰოტსპური]]“ გახდა, რომელმაც თანამემამულე „[[ვულვერჰემპტონ უონდერერსი]]“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა.<ref>[http://www.rsssf.com/ec/ec197172.html#uefa UEFA Cup 1971-72]. rsssf.</ref>
 
ტრადიციულად, უეფა-ს თასზე ეროვნული ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონები მონაწილეობდნენ, თუმცა [[1999]] წელს, მას შემდეგ რაც [[უეფა-ს თასების მფლობელთა თასი]] გაუქმდა, ეროვნულ სათასო პირველობების გამარჯვებული კლუბებმაც უეფა-ს თასზე დაიწყეს ასპარეზობა.<ref name="uefa">[http://www.uefa.com/uefaeuropaleague/history/index.html უეფა-ს ევროპის ლიგის ისტორია]. უეფა-ს ვებ-გვერდისაიტი.</ref> დაარსებიდან [[2004]] წლამდე ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა, 2004-2005 წლების სეზონიდან კი დაემატა ჯგუფური ეტაპიც: ფინალურ ეტაპზე გასული 40 გუნდი 8 5-გუნდიან ჯგუფებად იყოფოდა; ჯგუფების გამარჯვებული მეორე-ადგილოსანი და მესამე-ადგილოსანი კი შემდეგ ეტაპზე განაგრძობდნენ ასპარეზობას.<ref name="uefa">< /ref>
 
2009-2010 წლებიდან ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა „უეფა-ს ევროპის ლიგა“.<ref>[http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/europe/7637600.stm Uefa Cup given new name in revamp]. BBC Sport. 26 სექტემბერი, 2008.</ref> შეიცვალა ფორმატიც: ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი მონაწილეობს და 12 4-გუნდიან ჯგუფებად ნაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე-ადგილოსნები შემდეგ ეტაპზე გადიან, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე-ადგილოსნები ემატებათ, და ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას.<ref name="uefa">< /ref>
 
== თასი ==
ეს უბრალო მაგრამ მომხიბლავი ნაკეთობა 65 სმ სიმაღლისაა, სიგანეში 33 სმ, ხოლო სიღრმე - 23 სმ-ია. ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ეს თასი [[შამპანური|შამპანურით]] ივსება და დაახლოებით 15 კგ-ს იწონის. აღნიშნული ქმნილება 1972 წელს [[მილანი|მილანელმა]] ოსტატმა, ბერტონიმ დაამზადა და მაშინ ეს თასი დღევანდელი 30 ათასი [[ევრო]]ს ეკვივალენტი დაჯდა. მართალია, უეფას თასი [[ჩემპიონთა თასი|ჩემპიონთა თასივით]] არ ბრწყინავს და სახელურებიც არ აქვს, მაგრამ მაინც ელეგანტურად გამოუყურება.
 
უეფას თასი გარდამავალია. ტურნირის გამარჯვებული თასს ერთ წელს ინახავს, შემდეგ კი [[უეფა]] ამ გუნდს ნამდვილის ასლს, 4/5 ზომის თასს აძლევს და ორიგინალი მორიგ ფინალურ შეხვედრაზე მიაქვს, სადაც მას ახალი გამარჯვებული ჩაიბარებს. სამუდამოდ უეფას თასი მხოლოდ იმ გუნდს ჩაბარდება, რომელიც ტურნირს ზედიზედ სამჯერ მოიგებს, ან ტიტულების რაოდენობას ხუთამდე გაზრდის.{{clear}}