ჯინსების თაობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
რომანში სიუჟეტი [[თვითმფრინავის ბიჭების საქმე|თვითმფრინავის ბიჭების საქმის]] გარშემო ტრიალდება. წიგნის მთავარი გმირები ერთმანეთზე შეყვარებული ახალგაზრდები, გეგა და თინა არიან. წიგნში მოყოლილია თუ როგორ სცადა შვიდმა ქართველმა საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა. თვითმფრინავის გატაცებაში [[გეგა კობახიძე]], დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი მონაწილეობდნენ. სამგზავრო თვითმფრინავი ტუ-134A თბილისიდან [[ბათუმი|ბათუმში]] უნდა გაფრენილიყო, ისინი აეროპორტში დაშვებამდე თვითმფრინავის უახლოეს კაპიტალისტურ ქვეყანაში — [[თურქეთი|თურქეთში]] გატაცებას გეგმავდნენ. გამტაცებელთა გეგმები მკვეთრად შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი არა თურქეთის, არამედ თბილისის აეროპორტში დაეშვა. გია ტაბიძე ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დავით მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა. <ref>[http://ptpress.ge/index.php?magazine_id=-1&topic_id=2515#.VIgJczGsXYg თვითმფრინავის ბიჭები]</ref> რაც შეეხებათ დანარჩენებს, ისინი დააპატიმრეს. ასევე დააბატიმრეს სასულიერო პირი მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ იმყოფებოდა და უბრალოდ გამტაცებელთა მეგობარი იყო.
 
რამდენიმე თვიანი სასამართლო სხდომების შემდეგ, თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო,<ref>[http://ptpress.ge/index.php?magazine_id=-1&topic_id=2515#.VIgJczGsXYg თვითმფრინავის ბიჭები]</ref> მაგრამ იზოლატორში ხელოვნურად მოუშალეს მუცელი, რომ მას სასჯელი არშემსუბუქებოდაარ შემსუბუქებოდა.<ref>[http://www.caucasology.com/okropiridze.pdf უჩა ოქროპირიძე — საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე პერიოდი და აჭარა (1988.X. – 1994.III.1)]</ref> დანარჩენებს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა მიესაჯათ.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯინსების_თაობა“-დან